|
დასახელება:
დიასახლისი
|
| მომწოდებელი:
ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის "Hilton"-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს დასუფთავების დეპარტამენტში დიასახლისის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** ორჯერად კვებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** ღირსეულ სამუშაო პირობებს
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს
** უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე
რას ველით შენგან:
** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას
** პოზიტურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი
ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: tbsrv.hr@hilton.com
თუ უფრო მეტი დეტალი გაინტერესებს დაგვიკავშირდი: 595 248 328
მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
|
|
|
|