|
დასახელება:
ბორდის აღმასრულებელი ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კურსი.ჯი
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
კომპანია "Kursi.ge" აცხადებს ვაკანსიას ბორდის აღმასრულებელი ასისტენტის პოზიციაზე.
"Kursi.ge" არის ქართული ფინტექ კომპანია, რომელიც ვალუტის ონლაინ გაცვლის პლატფორმას წარმოადგენს.
დასაქმების ტიპი: ნახევარი განაკვეთი
როლის მოკლე აღწერა:
ბორდის აღმასრულებელი ასისტენტი პასუხისმგებელია ბორდის საქმიანობის ოპერატიულ და სტრატეგიულ მხარდაჭერაზე. პოზიცია მოიცავს ბორდის შეხვედრების ორგანიზებასა და კოორდინაციას, შესრულების მაჩვენებლების მონიტორინგს, სტრატეგიული ინიციატივების დაგეგმვაში მონაწილეობას და მიმდინარე ამოცანების სტატუს კონტროლს.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** ბორდის შეხვედრების დაგეგმვა, დღის წესრიგის ფორმირება და მასალების მომზადება
** შეხვედრების ოქმების წარმოება / გადაწყვეტილებების დოკუმენტირება
** შეთანხმებული თასქების გაწერა, გადანაწილება და სტატუს კონტროლი
** დამატებითი ანალიტიკური ინფორმაციის მოთხოვნა და კოორდინაცია
** სტრატეგიული ინიციატივების ტრეკინგი და პროგრესის მონიტორინგი
** ბორდსა და ოპერაციულ გუნდებს შორის კომუნიკაციის უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით
** მინ. 2 წლიანი გამოცდილება მენეჯმენტთან/ბორდთან ან ადმინისტრაციულ როლზე მუშაობის
** ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა
საჭირო უნარები:
** ძლიერი ორგანიზაციული და კოორდინაციის უნარები
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე მუშაობის გამოცდილება
** ბორდთან/ინვესტორებთან მუშაობის გამოცდილება
** დროის მართვა და პრიორიტეტიზაცია
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** კონფიდენციალურობის მაღალი სტანდარტი
** წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის გამართული უნარი (ქართულად და ინგლისურად)
** სასურველია ფინტექ/საბანკო/სტარტაპ გარემოს ცოდნა
** სასურველია პროექტის მართვის მეთოდების ცოდნა
რას გთავაზობთ:
** სტრატეგიულად მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ fintech კომპანიაში
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა კორპორაციული მმართველობის მიმართულებით
სამუშაო აღწერილობა:
პოზიცია: ბორდის აღმასრულებელი ასისტენტი
ანგარიშგება: CEO / ბორდის თავმჯდომარე
დასაქმება: ნახევარ-განაკვეთზე
როლის მიზანი:
ბორდის სტრატეგიული და ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდა, გადაწყვეტილებების აღსრულების კონტროლი და კომპანიის პრიორიტეტული ინიციატივების ორგანიზებული მართვა.
ძირითადი ფუნქციები:
1. ბორდის შეხვედრების მართვა:
** დღის წესრიგის ფორმირება
** საჭირო რეპორტების/დეშბორდების შეგროვება
** შეხვედრის ფასილიტაცია (საჭიროების შემთხვევაში)
** ოქმების წარმოება / გადაწყვეტილებების დოკუმენტირება
2. თასქებისა და ინიციატივების მართვა:
** ბორდის გადაწყვეტილებების თასქებად ჩაშლა
** პასუხისმგებელი პირების განსაზღვრა
** ვადების კონტროლი
** სტატუს რეპორტინგი
** ბლოკერების იდენტიფიკაცია და ესკალაცია
3. სტრატეგიული მხარდაჭერა:
** სტრატეგიული ინიციატივების სტრუქტურირება
** Roadmap-ების ფორმირებაში დახმარება
** პროგრესის ტრეკინგი
** ანალიტიკური მასალების შეგროვება
4. კოორდინაცია და კომუნიკაცია
** ბორდსა და ოპერაციულ გუნდებს შორის ინფორმაციის მართვა
** Follow-up-ების მართვა
** მიმართულებებს/ფუნქციებს შორის თანხვედრის უზრუნველყოფა
Deliverables:
** ყოველკვირეული პრეზენტაცია ბორდისთვის
** ძირითადი მეტრიკების ანგარიში / შესრულების მაჩვენებლების შემაჯამებელი დეშბორდი
** შეხვედრების ოქმები/დოკუმენტირებული გადაწყვეტილებები
** ყოველკვირეული თასქების სტატუს-ანგარიში
** სტრატეგიული ინიციატივის სტატუს-ანგარიში
სამუშაო დატვირთვა:
** ორშაბათის ბორდის შეხვედრაზე დასწრება
** კვირის განმავლობაში Follow-up და კოორდინაცია (remote)
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV მითითებულ მეილზე: hr@kursi.ge.
|
|
|
|