Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=702065&print=yes&view=jobs
 
სასაქონლო ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასაქონლო ექსპერტი
მომწოდებელი: დაფნა
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
კომპანია "დაფნა" საქართველოს მასშტაბით ახორციელებს პროდუქტის იმპორტსა და დისტრიბუციას, მათ შორის ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიცაა: Vitam, Final, Teksun, Mariam, Azercay. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია საქართველოში აწარმოებს ჰიგიენის საშუალებებს (ბრენდი "Sun"), ეწევა პროდუქციის დაფასოებას და ამავდროულად ქართველ მომხმარებლებს სთავაზობს მათთვის საყვარელი ბრენდის, "ჩვენი სუფრის" ნაწარმს.

საქართველოში "დაფნას" კუთვნილებაშია რამდენიმე სარეალიზაციო ობიექტი, რომელთა მეშვეობითაც მთელი ქვეყნის მასშტაბით (თბილისი, ხაშური, თელავი, ქუთაისი, ბათუმი) ახდენს პროდუქციის დისტრიბუციას. კომპანიაში დასაქმებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

ვაკანსიის დასახელება: სასაქონლო ექსპერტი
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 17.03.2026
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ლილოს დასახლება
სამუშაო ფორმატი: ჰიბრიდული (ოფისში მოსვლა სავალდებულო იქნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში)

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული პროდუქციის ეტიკეტის სასაქონლო კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა.
** ახალი პროდუქციის ეტიკეტირების მოთხოვნების სტანდარტების და რეგულაციების მოწოდება და მისი განახლების შემთხვევაში მყისიერი ინფორმირება.
** სასურსათო პროდუქტებზე ცვლილებისას სურსათის სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვა და კომპანიის ხელმძღვანელობისთვის მიწოდება.

თანამდებობისთვის საჭირო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება კვების მრეწველობის, ან მასთან მომიჯნავე მიმართულებაში
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@dapna.com.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია