Робота для біженців з України
საოფისე საქმეში დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საოფისე საქმეში დამხმარე
მომწოდებელი: რეილაბი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
კომპანია "რეილაბი" აცხადებს ვაკანსიას საოფისე საქმეში დამხმარის პოზიციაზე.

ძირითად საქმიანობას წარმოადგენს დოკუმენტების მომზადება, მონიტორინგი და ა.შ. საქმის შესწავლა მოხდება ადგილზე, სამთვიანი სტაჟირების პერიოდში. მნიშვნელოვანია აპლიკანტი იყოს დეტალებზე ორიენტირებული და ჰქონდეს კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება.

პირობები:

** პირველი კვირა - გაცნობითი ხასიათის შეხვედრები (უხელფასო)
** შემდგომი სამი თვე - სტაჟირება 600ლ
** სამი თვის შემდეგ - 1200ლ (ზრდის პერსპექტივით)
** სამუშაო დრო: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-17:00

სტუდენტებს ექნებათ ხელშეწყობა

"რეილაბი" არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო აპარატურის დისტრიბუციას საქართველოში, როგორც ზოგადი და სტომატოლოგიური კლინიკებისთვის, ასევე საწარმოებისთვის. აწვდის მათ სრულ საინჟინრო მომსახურებას, ეხმარება ლიცენზიის მოპოვებასა და შემდგომი ვალდებულებების შესრულებაში.

"რეილაბში" დაგხვდებათ მშვიდი გარემო და მეგობრული გუნდი

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე მეილზე: khatia@raylab.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე