Робота для біженців з України
ოფისის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: სულაკაურის გამომცემლობა
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
"სულაკაურის გამომცემლობა" 25 წლისაა. ის მოწინავეა ქართულ საგამომცემლო სფეროში, მუდმივად ეძებს ამ სფეროთი დაინტერესებულ, ინიციატივიან, გუნდური მუშაობის მოყვარულ, შედეგზე ორიენტირებულ ადამიანებს და საუკეთესო სამუშაო გარემოს სთავაზობს მათ.

ჩვენთან თანამშრომლობა საინტერესოა - გახდი ლიტერატურული სამყაროს მეგზური "სულაკაურის გამომცემლობასთან" ერთად.

"სულაკაურის გამომცემლობა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

გრაფიკი: სრული განაკვეთი
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი 150

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ გამოცემულ წიგნებზე კორპორაციულ ფასდაკლებას;
** ჯანმრთელობის კორპორაციულ დაზღვევას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
** შემოსულ ზარებზე და ელ ფოსტაზე პასუხის გაცემა/საჭიროებისამებრ გადამისამართება;
** ოფისში მოსული სტუმრების დახვედრა, (ყავა, ჩაის შეთავაზება/მომზადება) ინფორმაციის მიწოდება და შესაბამისად გადამისამართება;
** ოფისში სამუშაო პროცესისათვის აუცილებელი გარემოს უზრუნველყოფა და გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** საკანცელარიო და სამეურნეო მარაგების შევსება და ზედამხედველობა;
** ოფისის სისუფთავეზე ზედამხედველობა;
** შეხვედრების ორგანიზება;
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დამატებითი დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office პროგრამების ცოდნა;

აუცილებელი უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა და მოწესრიგებულობა;
** კეთილგანწყობილება და თავაზიანობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ყურადღებიანობა და ოპერატიულობა;
** დეტალებსა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა 28 თებერვლამდე გამოგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@sulakauri.ge და სათაურში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (ოფისის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

*რეზიუმეების გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

"სულაკაურის გამომცემლობა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სულაკაურის გამომცემლობის" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე