Робота для біженців з України
შეფ მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფ მზარეული
მომწოდებელი: მეამა ქოლექთი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"Collect by Meama" - არის მეამას შვილობილი კომპანია, რომლის კონცეფციაც წარმოადგენს მეამას წარმოებული კაფსულირებული პროდუქტის ბაზაზე დამზადებულ სასმელებს. მათ შორის ცივ, ცხელ, ფუნქციურ, საბავშვო, ინოვაციურ და გამაჯანსაღებელ პროდუქტს.

საქართველოს მასშტაბით ამჟამად ქოლექთი 40 ლოკაციაზე მდებარეობს თბილისსა და რეგიონებში.

"Collect by Meama"-ს შემდეგი ეტაპი საკვები მიმართულების განვითარება და კვების ინდუსტრიაში კარგად ნაცნობი პროდუქტის ნოვატორული ხედვის დამკვიდრებაა.

ამ პროექტის განხორციელებისთვის - ვეძებთ შეფ მზარეულს, არასტანდარტული ხედვითა და ბიზნეს მოდელის შექმნისა და ხელმძღვანელობის უნარით, რომელიც სწრაფი კვების მიმართულებით როგორც შიდა, ასევე გარე ლოკაციებისთვის შესაფერისი პროდუქტის შექმნასა და წარმოებაში დაგვეხმარება.

ვინ გვჭირდება:

** გამოცდილი შეფმზარეული მენეჯერული უნარებით- გუნდის ჩამოყალიბებისა და მართვის გამოცდილებით
** მენიუს შედგენა - კალკულაცია, რეცეპტი, მოდელის აწყობა და პროცესის შეუფერხებლად მუშაობა
** ინოვაციური პროდუქტის შექმნის მზაობა, სურვილი, იდეები და ხედვები
** ლიდერი და ორგანიზატორი-არა უბრალოდ დავალებების შემსრულებელი

რას გთავაზობთ:

** მასშტაბური პროექტის შექმნაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას
** თქვენი იდეებისა და უნარების რეალიზების შესაძლებლობას
** მზარდ შემოსავალს პროექტის განვითარების პარალელურად
** მოტივირებულ გუნდს - რომლისთვისაც თქვენი პროფესიონალიზმი შემავსებელი რგოლია

სასურველია გაგვიზიაროთ თქვენი ხედვა - ჩვენი სივრცეებისა და კონცეფციის შესაბამისად - რა ტიპის საკვები პროდუქტით შეავსებდით ასორტიმენტს.

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე დატანილი ქოლექთის ფილიალები: https://www.google.com/maps/@/data=!3m1!4b1!4m3!11m2!2scegpOnA5P0Lq_LX8rwOWIJGN-gEEcA!3e3?entry=tts&g_ep=EgoyMDI2MDIxMS4wKgBIAVAD&skid=1cf86caf-27bd-4da2-b594-c9fd639fb987

სამუშაო ადგილი: გ. ამილახვარის ქ.2
სამუშაო დრო, ანაზღაურება და სხვა დეტალები განისაზღვრება ორმხრივი შეთანხმების შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მაქსიმალურად მოგვაწოდოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ:
CV; სამოტივაციო წერილი; თქვენ მიერ აქამდე შექმნილი მენიუს მონახაზი ასეთის არსებობის შემთხვევაში ელფოსტაზე: hr@meama.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე