|
დასახელება:
ფინანსური ანალიტიკოსი
|
| მომწოდებელი:
ზოომარტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს. კომპანია აერთიანებს საცალო ფილიალებსა და ონლაინ გაყიდვების არხებს, მუშაობს საერთაშორისო ბრენდებთან და მართავს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა კატეგორიაში. ის არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly, Moderna, Applaws, Canvit, Dorian და Catzone.
კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განრიგი:
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი;
სამუშაო საათები: 09:30 - 18:00;
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
ანაზღაურება:კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;
პოზიციის მიზანი:
ფინანსური ანალიტიკოსის როლი Zoomart-ში არის მართველობითი გადაწყვეტილებების ანალიტიკური მხარდაჭერა. ფინანსური ანალიტიკოსის ძირითადი ამოცანაა კომპანიის ფარგლებში არსებულ ფინანსურ, საოპერაციო და გაყიდვების ფინანსური მონაცემების გაერთიანება, სისტემური ანალიზი და ისეთი ანალიტიკური სურათის ფორმირება, რომელიც საშუალებას აძლევს მენეჯმენტ გუნდს მიიღონ ინფორმირებული და დროული გადაწყვეტილებები.
ფუნქციები და მოვალეობები
ფინანსური ანალიტიკოსი Zoomart-ში უზრუნველყოფს კომპანიის ფინანსური და საოპერაციო მონაცემების კონსოლიდაციას, ანალიზს და მენეჯმენტისათვის გადაწყვეტილებების მხარდამჭერი ინფორმაციის მიწოდებას.
ფინანსური ანალიტიკოსის ძირითადი ფუნქციები და მოვალეობებია:
** ყოველთვიური ფინანსური უწყისების მომზადება ბუღალტრულ მონაცემებზე დაყრდნობით (მოგება-ზარალის, საბალანსო და მოთხოვნის შემთხვევაში ფულადი ნაკადების უწყისები) და მათი ანალიტიკური კომენტარებით წარდგენა მენეჯმენტ გუნდთან.
** კომპანიის საოპერაციო შედეგების შემაჯამებელი ანალიზის წერილობითი ანგარიშის მომზადება წარდგენა მენეჯმენტ გუნდთან, რომელიც აერთიანებს ფინანსურ და არაფინანსურ მაჩვენებლებს და ასახავს ბიზნესის რეალურ მდგომარეობას, დინამიკასა და ძირითად რისკებს.
** შემოსავლების, გაყიდვების მოცულობისა და სტრუქტურის ანალიზი გაყიდვების არხების, ფილიალების, ბრენდების, კატეგორიებისა და არტიკულების ჭრილში სხვადასხვა დროის პერიოდში.
** ფასნამატებისა და მარჟების ანალიზი, გეგმიური და რეალური მაჩვენებლების შედარება და მოგებიანობის გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება.
** პროდუქციის თვითღირებულების შეფასება და თვითღირებულებაზე გავლენის მქონე ხარჯების ანალიზი დროის, SKU-ების და ბრენდების ჭრილში.
** მარაგების ბრუნვის, საბრუნავი კაპიტალის ანალიზი და ლიკვიდობის გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიკაცია.
** ხარჯების სტრუქტურისა და ეფექტიანობის ანალიზი, ფიქსირებული და ცვლადი ხარჯების გავლენის შეფასება ფინანსურ შედეგებზე.
** მიმდინარე პროექტებისა და ინიციატივების ფინანსური შეფასება, მათ შორის ახალი ფილიალების გახსნა, პროექტის ბიუჯეტებისა და ფინანსური პროგნოზების მომზადება.
** გეგმა-ფაქტის (Budget vs Actual) კონტროლი კვარტალურ და წლიურ ჭრილში და გადახრების მიზეზების ანალიზი.
** წლიური ბიუჯეტის მომზადების პროცესის ინიცირება და კოორდინაცია სხვადასხვა დეპარტამენტთან.
** ფინანსური ანგარიშგებისთვის წლიური ფინანსური პაკეტის მომზადება.
** აუდიტის პროცესის მხარდაჭერა ფინანსური დირექტორის ზედამხედველობით.
** დამფუძნებლისთვის კონცენტრირებული ეკონომიკური სურათის მიწოდება შესაბამისი KPI-ებისა და ანალიტიკური dashboard-ის მეშვეობით.
მოთხოვნები:
განათლება:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში, ეკონომიკაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მონათესავე მიმართულებით.
გამოცდილება
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება. აქედან მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ფინანსური ანალიტიკოსის, ფინანსური მენეჯერის ან მსგავს პოზიციაზე.
** საცალო ვაჭრობის, ქსელურ ბიზნესში ან იმპორტზე დაფუძნებულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ტექნიკური უნარები:
** ფინანსური აღრიცხვიანობისა და ანალიზის პრინციპების ცოდნა.
** Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე.
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (მაგ. 1C ან ანალოგიური).
** ანალიტიკური dashboard-ების ან BI ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** ფინანსურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ანგარიშების მომზადებისა და წარდგენის უნარი.
** ინგლისური ენის ცოდნა.
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები.
პიროვნული უნარები:
** ანალიტიკური და სტრუქტურული აზროვნება.
** გუნდში მუშაობის უნარი.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** მენეჯმენტთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი.
** დამოუკიდებლად მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ბიზნესზე ორიენტირებული მიდგომა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge
გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფინანსური ანალიტიკოსი" - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ
კანდიდატებთან.
თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.
კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|