Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701977&print=yes&view=jobs
 
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: საქართველოს ეტლების საწარმო
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 02 მარტი
შპს "საქართველოს ეტლების საწარმო" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** საწარმოს წარმოებული პროდუქციის დისტრიბუცია
** საწარმოს მომარაგება საჭირო მასალებით

უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, საჭიროებისამებრ, დამატებითი ანაზღაურების საფუძველზე უნდა შეეძლოს არასამუშაო დროს მუშაობა. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, პოლიციის ქ.1.
ავტომობილი: ჩვენი კუთვნილი ავტომობილი.
მართვის მოწმობა: მექანიკური გადაცემათა კოლოფის შესაბამისი მართვის მოწმობა. ასაკი : 45 წლამდე.
ანაზღაურება: 2000 (ორი ათასი) ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: salomedzneladze@geowheelchair.com (ელ - ფოსტის "subject" ველში მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება).

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 2 მარტამდე.

კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური ვებ გვერდით http://www.etli.ge

გისურვებთ წარმატებას!

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე salomedzneladze@geowheelchair.com შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, პოლიციის ქ.1.

შპს "საქართველოს ეტლების საწარმო" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია