|
დასახელება:
ენერგეტიკული პროექტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
საქენერგო
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
შპს "საქენერგო" აცხადებს ვაკანსიას ენერგეტიკული პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:
** ენერგეტიკული პროექტების სრული ციკლის მართვა;
** პროექტებთან დაკავშირებული შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** პროექტის გეგმა - გრაფიკების/ვადებისა და სამუშაო დავალებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** პროექტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება, დაარქივება და პერიოდული განახლება;
** პროექტის სხვადასხვა ეტაპზე ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** ინფორმაციის ანალიზი, სისტემატიზაცია და შესაბამისი ანგარიშების მომზადება;
** ეფექტიანი კოორდინაცია პროექტში ჩართულ გუნდთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სახელმწიფო უწყებებთან;
** პროექტების პროგრესის შეფასება და რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით (მაგ: ენერგეტიკა, ინჟინერია, მენეჯმენტი);
** ჰესზე ან ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა B2 დონე;
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებულობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა და დროის მართვის უნარი;
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 22 თებერვლის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|