Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701934&print=yes&view=jobs
 
ღამის მორიგე ოპერატორ-რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მორიგე ოპერატორ-რეგისტრატორი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდის ლაბორატორი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"მედიქალ ვორლდის ლაბორატორია" აცხადებს ვაკანსიას ღამის მორიგე ოპერატორ-რეგისტრატორის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, გ.ჟვანიას ქ N 15;

სამუშაო განაკვეთი განისაზღვრება გრაფიკის მიხედვით:

საღამოს 18:00 სთ-იდან დილის 10:00 სთ-მდე, ხოლო შაბათ-კვირის შემთხვევაში 24 საათი
ანაზღაურება: 16/სთ გრაფიკი 75 ლარი, 24/სთ-100 ლარი

სამუშაოს აღწერა:

** პაციენტების რეგისტრაცია და საჭიროების შემთხვევაში სალარო ოპერაციების შესრულება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი დროული რეაგირება;
** სოციალურ გვერდებზე და ელ.ფოსტაზე შემოსულ შეტყობინებებზე რეაგირება;
** შემოსული მიმართვების საფუძველზე გამოკვლევების რეგისტრაცია;
** გამოკვლევის შედეგებთან მიმართებაში წარმოქმნილ ნებისმიერ ხარვეზზე სწრაფი რეაგირება;
** სამუშაო საათების დაწყების და დასრულებისას მიმდინარე პროცესების გადაბარება.
** ხელმძღვანელი პირისგან სხვა მითითებების შესრულება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
** ინგლისური ან რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

ბენეფიტები: გაგაცნობთ ადგილზე

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ-გვერდზე https://mlab.ge/, ასევე ფბ-გვერდზე https://www.facebook.com/mlab.ge

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გადმოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, ელ.ფოსტაზე hr.mwlab@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიტოვეთ საკონტაქტო ნომერი ან გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზუმე მითითებულ მეილზე: hr.mwlab@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია