Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701930&print=yes&view=jobs
 
JIRA ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: JIRA ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
2 ნაბიჯი ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 500-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-მდე თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას JIRA ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00;
სამუშაო ადგილი: თბილისი, მინდელის ქ. #3;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** Atlassian-ის პლატფორმების, კერძოდ Jira და Confluence სისტემების ყოველდღიური ადმინისტრირება;
** პროექტების, სამუშაო ნაკადების (workflow), დავალების ტიპების, ველების, ეკრანების და ნებართვების სქემების შექმნა და მართვა;
** ავტომატიზაციის წესების (automation rules), SLA-ებისა და შეტყობინებების სქემების კონფიგურაცია;
** მომხმარებელთა წვდომისა და უფლებების მართვა საინფორმაციო უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისად;
** სხვა პლატფორმებთან (მაგ: Slack, Microsoft Teams, GitHub, Bitbucket და სხვ.) ინტეგრაციების მართვა;
** თანამშრომლობა სხვა დეპარტამენტებთან Jira სისტემის სტრუქტურების დაგეგმვისა და კონფიგურაციის პროცესში, Agile მეთოდოლოგიისა და მომსახურების მართვის პროცესების ეფექტიანად მხარდაჭერის მიზნით;
** ორგანიზაციის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულისთვის დეშბორდების, ანგარიშგებების (Reports) და განსაზღვრული KPI-ების მონიტორინგის ინსტრუმენტების შექმნა და მართვის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა მხარდაჭერა, კონსულტაცია და ტრენინგების ჩატარება Jira-სა და Confluence-ის ეფექტურასდ გამოყენების მიზნით;
** Marketplace-ის აპებისა და დანამატების (plugins) მონიტორინგი, შეფასება და განახლება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება Jira-ს ინსტრუმენტების ადმინისტრირების მიმართულებით
** Jira-ს სამუშაო ნაკადების, ავტომატიზაციისა და ნებართვების სქემების სიღრმისეული ცოდნა;
** JQL (Jira Query Language)-ის ცოდნა Jira-ში მონაცემების ძიების, ფილტრების, რეპორტებისა და ავტომატიზაციის წესების ეფექტურად შესაქმნელად
** ინგლისური ენა.

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: HR@orinabiji.ge და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "JIRA ადმინისტრატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 3 მარტი, 2026 წელი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია