Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701925&print=yes&view=jobs
 
HR მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR მენეჯერი
მომწოდებელი: ბერმელი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
შპს მისო "ბერმელი" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის (საქმეთამმართველი) პოზიციაზე ქ. ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კომპანიის თანამშრომელთა აღრიცხვა, საშტატო ერთეულების მიხედვით ცვლილებების განხორციელება.
** ბრძანებების წარმოება;
** შვებულებების, საავადმყოფო ფურცლის, გაცდენების, დღისა და საათების უნებართვო გაცდენების კონტროლი და აღრიცხვა.
** ზეგანაკვეთურით (შრომის კოდექსის შესაბამისად) მუშაობის შემთხვევაში (თუ იქნება ასეთი) ინფორმაციის მიწოდება თანამშრომელზე.
** საჭირო დისციპლინარული ღონისძიებების გატარება (გაფრთხილება საყვედური და სხვ.) სამუშაო დღის/საათის უნებართვოდ გაცდენის შემთხვევაში.
** ადმინისტრაციაში შემოსული და გასული კორესპონდენციების დამუშავებისა და მოძრაობის უზრუნველყოფა, ადმინისტრაციის საქმისწარმოების ორგანიზება, ხელმძღვანელობა, კოორდინაცია და კონტროლი.
** შემოსული და გასული კორესპონდენციებზე ნომრის დასმა/გატარება, გადამისამართება საჭიროებისამებრ შესაბამის დეპარტამენტთან/თანამშრომელთან.
** ცნობებისა და ნებართვებზე შემოსული განცხადებების განხილვა და პასუხის, ბრძანების ან ცნობის მომზადება.საჭიროების შემთხვევაში განცხადების განხილვა განყოფილების უფროსებთან და დირექტორთან.
** შემოსული დოკუმენტების მოთხოვნების შესრულება დირექტორის რეზოლუციის, ადრესატებზე ცნობების საფუძველზე.
** გასული დოკუმენტების გატარებისა და გაგზავნის უზრუნველყოფა.
** დოკუმენტაციის დალაგება შინაარსის მიხედვით - ფაილინგი.
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;

პიროვნული თვისებები:

** პრინციპების დაცვით საქმიანობის წარმართვის უნარი.
** პირადი და კომპანიის რესურსების ეფექტიანი განაწილების უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრის, პასუხისმგებლობის აღების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კონფლიქტური და კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00; შაბათი 09:20-14:20 საათამდე, 40 საათიანი სამუშაო კვირა.
ანაზღაურება კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად;

ჩვენ გთავაზობთ:

** სასიამოვნო და გუნდურ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ტრენინგებსა;
** კორპორაციულ ღონისძიებებს;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@bermeli.ge

ეწვიეთ ვებ-გვერდს პორტალზე http://www.bermeli.ge, ან პირდაპირ შეავსეთ განაცხადი მითითებულ ბმულზე: https://bermeli.ge/ka/vacancy და შესაბამისი ვაკანსიის გვერდზე ატვირთეთ თქვენი რეზიუმე/CV
გთხოვთ სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
ან დაგვიკავშირდით +995 577 79 10 10.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია