Робота для біженців з України
1C დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: 1C დეველოპერი
მომწოდებელი: აი ნოუ
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 08 მარტი
კომპანია "აი ნოუ" აცხადებს ვაკანსიას 1C დეველოპერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი:

პირობები:

სამუშაო გრაფიკი: სრული, 09:30 - 18:00, ორშაბათი - პარასკევი
რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა: 08.03.2026

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** 1C 8.2/8.3 პლატფორმაზე (მართვად და არამართვად კონფიგურაციებში) პროგრამული მოდულების დიზაინი და განვითარება
** ვებ-სერვისებით (REST/SOAP) ინტეგრაციის პროექტების დაგეგმვა, რეალიზება და მხარდაჭერა
** არსებული კონფიგურაციების ოპტიმიზაცია
** არქიტექტურულ გადაწყვეტილებებში მონაწილეობა და ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება
** ბიზნეს-ანალიტიკოსებთან და პროექტის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა მოთხოვნების დაზუსტებისა და ტექნიკური რეალიზაციის პროცესში
** კოდის ხარისხის კონტროლი, ტესტირება და პრობლემების დიაგნოსტიკა

ძირითადი მოთხოვნები:

** 1C დეველოპმენტის მინიმუმ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება
** 1C 8.2/8.3 პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება (მართვადი და არამართვადი ფორმები)
** ვებ-სერვისებთან ინტეგრაციის რეალური პროექტების გამოცდილება (REST/SOAP, HTTP, JSON/XML)
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება და SQL-ის ცოდნა
** კოდის არქიტექტურის დაგეგმვისა და ოპტიმიზაციის უნარი
** პროგრამირების სტანდარტების დაცვა და სუფთა, სტრუქტურირებული კოდის წერის პრაქტიკა
** პრობლემების დამოუკიდებლად ანალიზისა და გადაწყვეტის უნარი
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
** C# ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოგზავნეთ ელ-ფოსტაზე: info@iknow.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: "1C Developer"

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 08.03.2026.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე