Робота для біженців з України
იმპორტის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის მენეჯერი
მომწოდებელი: აგრონომ
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
შპს "აგრონომი" წარმოადგენს პესტიციდების, მინერალური სასუქებისა და სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი მცირე ტექნიკის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ იმპორტიორ კომპანიას საქართველოში.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად, გთხოვთ გადადით ბმულზე http://www.agronom.com.ge/

შპს "აგრონომი" ეძებს გუნდის ახალ წევრს და აცხადებს ვაკანსიას იმპორტის მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება: იმპორტის მენეჯერი
სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:30 - 17:30, ერთი საათი შესვენება;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: დამოკიდებულია კადრის გამოცდილებაზე და კვალიფიკაციაზე და წარმოადგენს მოლაპარაკების საკითხს.

ძირითადი მოვალეობები:

** საერთაშორისო ბაზრის კვლევა და ყველა საჭირო კომუნიკაციის წარმართვა პარტნიორებთან (მეილის საშუალებით კომუნიკაცია ინგლისურ და რუსულ ენაზე);
** ფასების დამუშავება და ოპტიმალური შეთავაზების მომზადება;
** სრული ლოგისტიკური პროცესის დაგეგმვა და კოორდინაცია, ტვირთის ქართულ საწყობში მიტანამდე;
** ვადებისა და პროცესების მუდმივი მონიტორინგი;
** მომწოდებლებთან ფინანსური ანგარიშსწორების პროცესის კონტროლი;
** შეკვეთის სტატუსის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელთან, ინვოისების მომზადება და გადახდების მონიტორინგი;
** საბაჟო ოპერაციებისთვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება და საჭიროების შემთხვევაში საბაჟო პროცედურებში მონაწილეობა;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობის მართვა და ახალი პარტნიორების მოძიება;
** სარეგისტრაციო განცხადებების მომზადება;
** სატრანსპორტო კომპანიების მოძიება და მათთან კომუნიკაცია;
** ხელმძღვანელისთვის უკუკავშირის მიწოდება და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია);
** MS Office პროგრამების კარგი ცოდნა.

გთხოვთ, რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: m.gvritishvili@agronom.com.ge ხოლო სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - იმპორტის მენეჯერი

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც) "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის (შემდგომში - "კანონის") მიზნებისთვის.

გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ჩვენ მიერ "კანონის" მე-5 მუხლის 1-ელი პუნქტის "ბ" ქვეპუნქტითა და მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტის "თ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლებით - თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 6 თვის ვადით, რაც გონივრულ ვადას წარმოადგენს შპს "აგრონომის" (ს/კ: 200265319, მის: ქ. თბილისი, საბურთალოს რაიონი, ონიაშვილის ქ., N 25 ; ქ. თბილისი, ონიაშვილის ქ., N 27, ბინა N26, ელ-ფოსტა: agronom@agronom.com.ge (შემდგომში - "კომპანია") საკადრო პოლიტიკიდან გამომდინარე ლეგიტიმური ინტერესების გათვალისწინებით.

იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

დამატებით, აგრეთვე მოგახსენებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა "კომპანიის" ელ. ფოსტაზე დაკავშირების ან წერილობითი მომართვის გზით. გაცნობებთ, რომ მოცემული თანხმობის გამოხმობა შეუძლებელს გახდის თქვენთან სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე