Робота для біженців з України
აგროვების ჩეკერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აგროვების ჩეკერი
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"2 ნაბიჯი" ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს გამოკვეთილი ლიდერია. კომპანია მუდმივად ზრდაზეა ორიენტირებული. დღეისათვის 2 ნაბიჯი მთელი ქვეყნის მასშტაბით 600-ზე მეტი მაღაზიით არის წარმოდგენილი და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებს, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 2022 წლიდან ამოქმედდა კომპანიის ონლაინ მაღაზია, რომელიც ხელმისაწვდომია როგორც ვებ ფორმატში, ასევე აპლიკაციის სახით.

"2 ნაბიჯი" ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია შრომის ბაზარზე, ამჟამად კომპანია 5000-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ მაქსიმალურ ეფექტიანობას და გვჯერა, რომ ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალების გუნდით მოვახერხებთ.

კომპანია "2 ნაბიჯი" აცხადებს ვაკანსიას აგროვების ჩეკერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 14:00-23:00, დასვენება 2 დღე
სამუშაო ადგილი: ლილო 1-ის ტერმინალი, იუმაშევის #14
ბენეფიტები: კვება, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა სამგორის მეტროდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სადისტრიბუციოდ მომზადებული პროდუქციის რაოდენობის/წონის შეკვეთის ფურცელზე მოცემულ რაოდენობებთან/წონასთან შესაბამისობის შემოწმება და კონტროლი;
** აგროვების შემდეგ დარჩენილი ნაშთების კონტროლი და დანაკლისით აგროვებული შეკვეთების აღმოჩენა.
** შემოწმების დროს აღმოჩენილ დარღვევაზე და ამგროვებელზე წინასწარ შემუშავებული ბლანკის წარმოება და მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** შემოწმების შედეგების აღრიცხვა, საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოება და დროულად მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისა და შესაბამისი სტრუქტურული რგოლისთვის;
** პალეტზე/ბალკზე პროდუქციის განთავსების, სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის შეფუთვის ფორმის სტანდარტთან შესაბამისობის შეფასება და კონტროლი, უზუსტობის ან სტანდარტთან შეუსაბამობის შემთხვევაში დეტალური მითითების გაცემა ხარვეზის გამოსასწორებლად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება;
** სასურველია საწყობში მუშაობის გამოცდილება;

თუ დაინტერესდით ამ შესაძლებლობით და გსურთ, განვითარდეთ "2 ნაბიჯის" გუნდთან ერთად, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: Recruiting.warehouse@orinabiji.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "აგროვების ჩეკერი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  3 მარტი, 2026 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რაც მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით თქვენი განცხადების განხილვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარება. დასაქმების პროცესში მოპოვებული ინფორმაცია შესაძლოა გაუზიარდეს მხოლოდ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" დამუშავებაზე უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათ მიერ გაწეული მომსახურებების ფარგლებში.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია შეინახება არაუმეტეს 4 წლის ვადით (მათ შორის, სხვა რელევანტურ პოზიციაზე განსახილველად), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოს ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც შეგიძლიათ მიმართოთ მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯს".

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე