|
დასახელება:
კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
ბიუთი ვიჟენი
|
|
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 17 მარტი
|
შპს "ბიუთი ვიჟენი", რომელიც წარმოდგენილი იქნება გალერეა მოლი თბილისში, ეძებს სასიამოვნო გარეგნობის მანდილოსნებს, რომლებიც მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ თავის მოვლის პროდუქტების ბაზრის გასავითარებლად სრულიად ინოვაციური ხედვით.
ეს იქნება სივრცე, სადაც მომხმარებლებს სრულიად განსხვავებულ ფორმატში მივცემთ შესაძლებლობას შეისწავლონ, გაიგონ და ჩაერთონ თავის მოვლის სამყაროში. თქვენ დაგხვდებათ პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელიც ორიენტირებულია ბრენდის განვითარებაზე და თავის მოვლის მიმართულებით ბაზარზე ახალი სტანდარტის დამკვიდრებაზე.
პოზიცია: კონსულტანტი
პირობები:
** სამუშაო ადგილი: თბილისი, გალერეა მოლი, -1 სართული
** სამუშაო გრაფიკი: გრაფიკი ცვლების მიხედვით - 10:00-17:00 (1 ცვლა) (16:00-22:00) (2 ცვლა)
** დასვენების დღეები: თვეში 4 დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული (ხელზე ასაღები) 1000 ლარი + ბონუსი მაღაზიის თვიურ გეგმაზე მიბმული (საბონუსე სისტემაში ჩაერთვებით გამოსაცდელი ვადის შემდგომ)
** გამოსაცდელი ვადა: 3-დან 6-თვემდე, კანდიდატის კვალიფიკაციის და გამოვლენილი უნარ- ჩვევების გათვალისწინებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** არსებული პროდუქციის ზედმიწევნით ცოდნა, მათ შორის პროფესიონალი ხაზის პროდუქციის პლუსების და მინუსების ცოდნა;
** მომხმარებლის მოთხოვნების ზუსტი იდენტიფიკაციის უნარი და შესაბამისი პროდუქციის შერჩევა;
** მომწოდებლისგან მიღებული პროდუქციის მიღება-განლაგებასა და აღწერაში მონაწილეობა, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა;
** მომხმარებლისთვის ექსპერტული კონსულტაციების გაწევა, მაღალი სტანდარტის კომუნიკაციის დამყარება, მომხმარებლის საჭიროებების დადგენა;
** სალაროს და მარაგების პროგრამაში მუშაობა (ბალანსი);
აუცილებელი მოთხოვნები:
** ინგლისური და რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა (მინიმალური მოთხოვნა B2)
** კომუნიკაბელური, პოზიტიური
** შრომისმოყვარე და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ბრენდთან ერთად ზრდაზე და განვითარებაზე კონცენტრირებული
** დამატებითი ბენეფიტი: პროფესიონალი ხაზის ბრენდების ცოდნა და თავის მოვლის სფეროში გამოცდილება (გაყიდვების მიმართულებით);
თუ თვლი რომ აკმაყოფილებ ყველა კრიტერიუმს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@beautyvision.ge
გაითვალისწინეთ, რომ აღწერაში მოცემულ სამუშაო გრაფიკზე მორგება სავალდებულოა!
|
|
|
|