Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701876&print=yes&view=jobs
 
მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მცხობელი
მომწოდებელი: კარფური სითი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
"კარფური სითი" აცხადებს ვაკანსიას მცხობლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

** მომხმარებლის პროფესიული და თავაზიანი მომსახურება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება პროდუქციის შესახებ
** ბლინის ცომის მომზადება და სხვადასხვა სახეობის პურის, ფუნთუშეულის, ტკბილეულის გამოცხობა კომპანიის სტანდარტების შესაბამისად
** პროდუქციის ვიზუალური და გემოვნური ხარისხის მუდმივი კონტროლი
** სამუშაო სივრცის სისუფთავის და ჰიგიენური ნორმების დაცვა
** საწყობიდან საჭირო ინგრედიენტების მიღება და სწორად შენახვა
** მომხმარებლისთვის ახალი და ხარისხიანი პროდუქციის შეთავაზება
** სამუშაო პროცესში ტექნიკისა და აღჭურვილობის უსაფრთხო გამოყენება
** გუნდის სხვა წევრებთან ეფექტური თანამშრომლობა და მხარდაჭერა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები

** სამზარეულოში ან მცხობლის პოზიციაზე მუშაობის მინიმალური (1 წლამდე) გამოცდილება
** სწრაფი სწავლის უნარი და მოტივაცია პროფესიულ განვითარებაზე
** სისუფთავის, ჰიგიენისა და უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი
** დროის მართვისა და ორგანიზებულობის უნარი

რას გთავაზობთ:

** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა
** ფიქსირებული ანაზღაურება
** ბონუსური სისტემა

მისამართი: თბილისი, საბურთალო, მერაბ კოსტავას ქ. 73.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: anastasiasvintradze@gmail.com

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მცხობელი".

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 595762323/599762323
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია