Робота для біженців з України
ადმინისტრაციული ასისტენტი ფინანსური გამოცდილებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული ასისტენტი ფინანსური გამოცდილებით
მომწოდებელი: ჯორჯიასიბი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
შპს "ჯორჯიასიბი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის (ფინანსური გამოცდილებით) პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** ხელფასი: 1, 500 GEL
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00
** მდებარეობა: თბილისი, ორხევი

ვაკანსიის აღწერა:

კომპანია ეძებს ფინანსური გამოცდილების მქონე ადმინისტრაციულ ასისტენტს, რომელიც მხარდაჭერას გაუწევს მენეჯერს შემდეგ მიმართულებებში:

** ბუღალტრული თვის დახურვების წარმოება
** ფინანსური ანგარიშგებების გამზადება
** ფულადი ნაკადების მონიტორინგი და წარმოება
** რეესტრების აღრიცხვა და დოკუმენტების დამუშავება
** კონტრაგენტებთან ურთიერთქმედება და ნაშთებია დამუშავება
** ბუღალტრული ნაშთების შემოწმება და დამუშავება
** სხვა დავალებები განსაზღვრული მენეჯერის მიერ

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტერიის მიმართულებით ან მომიჯნავე სფეროებში.
** სასურველია მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში.
** სასურველია საბუღალტრო ჩანაწერების წარმოებისა და ადგილობრივი საგადასახადო წესების ცოდნა.
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა.
** Excel-ის ცოდნა.
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
** ლოგისტიკის სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გსურთ, ჩვენს გუნდს შემოუერთდეთ, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@trackings.ge. გასაუბრება ჩატარდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე