Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ზოომარტი
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 17 მარტი
საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს და მიმდინარე მომენტში აერთიანებს 40 საცალო ფილიალს.

"ზოომარტი" არის ექსკლუზიური იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Vitakraft, Versele-laga, Animology, Max&Molly, Moderna, Applaws, Canvit, Dorian და Catzone.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge

კომპანია "ზოომარტი" აცხადებს ვაკანსიას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; (On - site)
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31;
** ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე;

ფუნქცია-მოვალეობები:

** სარეკლამო და მარკეტინგული მასალების დიზაინის შექმნა (ბანერები, ფლაერები, ბროშურები, პოსტერები და სხვ.).
** სოციალური მედიის ვიზუალების და ციფრული კამპანიების დიზაინის მომზადება;
** ვებ პლატფორმებისთვის გრაფიკული ელემენტების შექმნა.
** მარკეტინგის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** პროექტების დროული და ხარისხიანი შესრულება.

სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია:

** გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური ხელოვნების ან მსგავს სფეროში განათლება.
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება.
** დიზაინის პროგრამების ცოდნა (მაგ. Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign).
** დროის მართვის უნარი და რამდენიმე პროექტზე ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა.
** პორტფოლიოს წარმოდგენა სავალდებულოა.

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ძლიერი უნარები.
** ნოვატორული აზროვნება და ბაზრის ტენდენციების აღქმა;
** შედეგზე და განვითარებაზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის ძლიერი უნარები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობა;
** ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე;
** ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა;
** სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო;
** კორპორაციული დაზღვევა.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@zoomart.ge

გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გრაფიკული დიზაინერი " - წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ
კანდიდატებთან.

თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე