Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701842&print=yes&view=jobs
 
სავაჭრო პრისეილერი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო პრისეილერი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 17 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ალკოჰოლის კატეგორიის სავაჭრო პრისეილერის თანამდებობაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** მკაცრად დაიცვას დღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური მარშრუტი ძირითადი მაჩვენებლების მიხედვით (აქტიურ კლიენტთა ბაზა, მარშრუტიზაცია, დაგეგმილი დღიური ვიზიტების რაოდენობა, წარმატებული ვიზიტების რაოდენობა, ვიზიტების სიხშირე, საშუალო შეკვეთა, და ა.შ.) რათა მიღწეულ იქნას მარშრუტის მაქსიმალური პროდუქტიულობა;
** უზრუნველყოს განსაზღვრული გაყიდვების/სავაჭრო მარკეტინგული აქტივობების შესრულება-განხორციელება დაგეგმილი შედეგის მისაღწევად;
** უზრუნველყოს სწორი და ზუსტი რეპორტინგი.

კანდიდატის პროფილი:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ალკოჰოლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
** ქართული ენა - თავისუფლად, ინგლისური და რუსული ჩაითვლება უპირატესობად;
** MS Exell პროგრამის ცოდნა;
** კომუნიკაციის უნარები;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** მოტივირებული, ენერგიული, შედეგზე ორიენტირებული და კომუნიკაბელური;
** აუცილებელია მართვის მოწმობისა (B კატეგორია) და საკუთარი ავტომანქანის ქონა.

რას გთავაზობთ?

** ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით ფიქსირებული + ბონუსი;
** გადაადგილების ხარჯების უზრუნველყოფა (საწვავი);
** კარიერული განვითარებისა და დაწინაურების პერსპექტივა;
** ხელმძღვანელთა მუდმივი მხარდაჭერა.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: ms.trade.local@gmail.com 16 მარტამდე და ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია