|
დასახელება:
საოპერაციო ასისტენტი ბუღალტერიაში
|
| მომწოდებელი:
scapp
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
სს "მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო ასისტენტის პოზიციაზე ბუღალტერიაში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ინტერნეტ-ბანკში მუშაობა;
** კომპანიის საოპერაციო პროგრამებში მსესხებლების მიერ სესხზე გადახდილი თანხების ყოველდღიური ასახვა;
** მსესხებელების მიერ ზედმეტად შემოტანილი თანხების სისწორის დადასტურება და საოპერაციო პროგრამაში ასახვა;
** საოპერაციო პროგრამებიდან მიღებული რეპორტების დამუშავება და საბუღალტრო პროგრამაში აღრიცხვა;
** კონკრეტული სახის რეპორტების მომზადება;
** სალაროების ნაშთების დისტანციური აუდიტის ჩატარება;
** სხვა დაკავშირებული საქმიანობის და დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უმაღლესი ტექნიკური ან ფინანსების განხრით;
** MS Excel ცოდნა; კომპიუტერული საოფისე სხვა პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
სხვა მოთხოვნები:
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო პირობები:
** სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;
** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@scapp.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საოპერაციო ასისტენტი ბუღალტერიაში".
|
|
|
|