|
დასახელება:
კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ჰოუმ დიზაინ გალერი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 01 მარტი
|
ჩვენ ვართ "არქის" ჰოლდინგში შემავალი კომპანია "ჰოუმ დიზაინ გალერი" - ევროპული ავეჯისა და აქსესუარების შოურუმი საქართველოში.
ჩვენ ვეძებთ კორპორაციული გაყიდვების მენეჯერს და მისი ფუნქციები იქნება:
** არქიტექტორებთან, ინტერიერის დიზაინერებთან და დიზაინ სტუდიებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება, შოურუმის ბრენდების გაცნობა, პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მუდმივად მიწოდება/განახლება, შეკვეთების გენერირება;
** პოტენციური დამკვეთის მოძიება, პროდუქციის პრეზენტაცია და კონსულტაციის გაწევა;
** პოტენციური დამკვეთის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა;
** გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობის მიღება და გაყიდვების ხელშეწყობა;
** გაყიდვების პროცესის მართვა შეკვეთიდან მიწოდებამდე;
** კატალოგების, მასალების, ნიმუშებისა და ტექნიკური ინფორმაციის მიწოდება პარტნიორებისათვის;
** ფასების, შეთავაზებებისა და კომერციული პირობების შეთანხმება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** აუცილებელია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 1 მარტის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
|
|
|
|