Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701808&print=yes&view=jobs
 
ხარისხის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის მენეჯერი
მომწოდებელი: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
"გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მენეჯერის (ISO 9001) პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ხარისხის მართვის სისტემის დაგეგმვა, დანერგვის ხელშეწყობა და მართვა;
** შიდა დოკუმენტაციის (პოლიტიკები, პროცედურები, ინსტრუქციები, ფორმები) შემუშავება და განახლება;
** ISO 9001 სტანდარტის ყველა დოკუმენტის წესრიგში მოყვანა;
** პროცესების მონიტორინგი და ანალიზი ხარისხის გაუმჯობესების მიზნით;
** შიდა აუდიტების დაგეგმვა და ჩატარების ხელშეწყობა აუდიტის ანგარიშების მომზადება;
** მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების დაგეგმვა და კონტროლი;
** აუდიტებისთვის ორგანიზაციის მომზადება და აუდიტორებთან კოორდინაცია;
** თანამშრომლების ინფორმირება ISO 9001 მოთხოვნებზე;
** მენეჯმენტისთვის პერიოდული ანგარიშების მომზადება ხარისხის სისტემის ეფექტიანობაზე;
** მუდმივი გაუმჯობესების ინიციატივების წამოწყება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მენეჯმენტი, ინჟინერია, ეკონომიკა ან მონათესავე სფერო);
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ცოდნა;
** ხარისხის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია მინ. 1-3 წელი);
** ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ISO 9001 სერტიფიკატი (სასურველია);
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური/გერმანული/ ფრანგული ენები

საკონკურსო თემატიკა:

** საქართველოს კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ";
** საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს შრომის კოდექსი";
** "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 6 სექტემბრის N2-742 ბრძანება.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook).

დამატებითი ინფორმაცია:

** კანდიდატმა აუცილებლად უნდა ატვირთოს რეზიუმე/CV ქართულ ენაზე (სხვა შემთხვევაში არ მოხდება რეზიუმე/CV განხილვა):
** კანდიდატი, რომლის მონაცემებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, ვერ გააგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
** კონკურსზე კანდიდატის დაბარება მოხდება მის მიერ განაცხადში მითითებული ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით.
** განაცხადის გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში მოცემულ მოთხოვნებს, ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, თავის განაცხადში მითითებული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით და ასევე, გამოთქვამს თანხმობას ამავე კონკურსის ფარგლებში კანდიდატის შესახებ საჭირო ინფორმაციის/დოკუმენტის მოიძიების/გადამოწმების თაობაზე (რომლის დადასტურებასაც კანდიდატი ახდენს განაცხადის გაკეთების ეტაპზე).

ვაკანტური პოზიციის დასახელება მითითებული უნდა იქნას სათაურის (subject) ველში, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** პრობლემების დამოუკიდებლად გადაწყვეტის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტაცია;
** დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარები;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ.
ხელფასი: 2100 (ორი ათას ასი) ლარი დარიცხული.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@eiec.gov.ge; შერჩევა განხორციელდება ორ ეტაპად: რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრება. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა

საკონკურსო კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია