|
დასახელება:
ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნეტმარტი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
ინტერნეტ მაღაზია "ნეტმარტი" რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს სხვადასხვა პროდუქციის მარტივ და სწრაფ შეძენას, აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერილობა:
გაყიდვების მენეჯერის მთავარი ამოცანაა პროგრამაში დაფიქსირებული შეკვეთების დამუშავება, მომხმარებლებისთვის პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთის საბოლოო გაფორმება სატელეფონო ზარის მეშვეობით. (მხოლოდ გამავალი ზარები).
უნარ-ჩვევები:
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირების უნარი
** ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის მენეჯმენტის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა
ძირითადი მოთხოვნები:
** გამართული და მკაფიო მეტყველება
** საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (MS Word, Excel)
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 საათი.
დასვენების დღეები: 2 დღე. კვირის განმავლობაში (გრაფიკის მიხედვით).
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1000 ლარი + ბონუსები გაყიდვებიდან, რაც თქვენს შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული.
ინტერნეტ მაღაზია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის მარტივ და სწრაფ შეძენას, აცხადებს ვაკანსიას "ქოლ-ცენტრის" გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თუ თქვენ შეესაბამებით ზემოთ აღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ.მისამართზე: jobs.mart@mail.com. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
|
|
|
|