Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701769&print=yes&view=jobs
 
საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორი
მომწოდებელი: ამანათი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შპს "ამანათი" აცხადებს ვაკანსიას საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორის პოზიციაზე.

შპს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით.

მოვალეობები:

** ცენტრალური საწყობში მიღებული პროდუქციის დახარისხება.
** პროდუქციის ფილიალებში დროული და უსაფრთხო ტრანსპორტირებასა.
** სამუშაო პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა.

კვალიფიკაცია მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

** სავალდებულოა მექანიკის მართვის მოწმობა;
** მექანიკის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დროის მართვის უნარი.

განრიგი: დამოკიდებულია რეისების განრიგზე, თუმცა არ აჭარბებს ყოველკვირეულად 35 საათს.
მდებარეობა: ვარკეთილი, გახოკიძის ქ. 167.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია ან CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@amanati.ge. გთხოვთ, საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - საწყობისა და დისტრიბუციის ოპერატორი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია