|
დასახელება:
ინგლისურენოვანი გიდი, მიმტანი
|
| მომწოდებელი:
ღვინის კომპანია შუმი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
"ღვინის კომპანია შუმი" აცხადებს ვაკანსიას ინგლისურენოვანი გიდისა და მიმტანის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: კახეთი, წინანდალი, SHUMI Estate
ვიწვევთ მოტივირებულ და სტუმართ-მოყვარე კანდიდატებს ჩვენი გუნდისთვის!
თუ ხარ კომუნიკაბელური, პასუხისმგებლობიანი და გიყვარს გამოწვევები შემოგვიერთდი!
მიმტანი:
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების კეთილგანწყობით მიღება და მომსახურება
** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სწორად წარდგენა
** სისუფთავისა და კომპანიის შიდა სტანდარტების დაცვა
** შეკვეთების სწორად შეყვანა პროგრამაში
მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** უცხო ენის ცოდნა სავალდებულოა
** კომუნიკაციის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალობა
ინგლისურ-რუსულ ენოვანი გიდი
** ღვინის ტურის წარმართვა კომპლექსში მოსული სტუმრებისთვის;
** ღვინის დეგუსტაციების წარმართვა კომპლექსში მოსული სტუმრებისთვის (სომელიეს ტექნიკას ჩვენ შეგასწავლით);
** სადეგუსტაციო ღვინოების ყოველდღიური აღწერა;
** დეტალური ინფორმაციის ქონა ობიექტზე არსებული მომსახურებების შესახებ;
** დეტალური ინფორმაციის ქონა ღვინის ასორტიმენტის შესახებ;
** ინგლისური და რუსული ენის გამართულად ცოდნა.
პირობები:
** სრული განაკვეთი, მუშაობა წინანდალში მდებარე ტურისტულ კომპლექსში;
** ხელფასი განიხილება გასაუბრებაზე;
** სტაბილური კომპანია, რომელიც აერთიანებს ტრადიციასა და ინოვაციას მეღვინეობაში.
საკონტაქტო მეილი tourism@shumiwnery.com
|
|
|
|