Робота для біженців з України
კოსმეტიკის სივრცის კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კოსმეტიკის სივრცის კონსულტანტი
მომწოდებელი: მეა
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
"მეა/MEA" მულტიბრენდული პარფიუმერიისა და კოსმეტიკის სივრცეა, სადაც წარმოდგენილია პრემიუმ ხაზის ბრენდები ნებისმიერი ასაკის მომხმარებლისთვის განსაკუთრებულ ფასად.

პროდუქციის უკეთ გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://www.facebook.com/mea.multibrand.store

კომპანია აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე, ვინც ყურადღებით შეურჩევს მომხმარებლებს პროდუქციას და გააცნობს სხვადასხვა ბრენდს.

ლოკაცია: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის #36
გრაფიკი: 10:00-18:00/14:00-22:00 (დასვენება 2 დღე)
ანაზღაურება: 1000-1500 +

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კორპორატიული ფასდაკლება პროდუქციაზე
** დაბადების დღეზე ვაუჩერი კომპანიისგან
** FITPASS
** კარიერული წინსვლა

აუცილებელი მოთხოვნა:

** უცხო ენა სასაუბრო დონეზე;
** კოსმეტიკის და სუნამოების მიმართულებით გაყიდვების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, საჭიროების დადგენა;
** მაღაზიაში წესრიგის, რაოდენობების და ფასმაჩვენებლების კონტროლი;
** პროდუქციის მოვლა;

თუ გსურთ შემოუერთდეთ კოსმეტიკის სფეროს და გახდეთ წამყვანი აუთლეტ მაღაზიის თანამშრომელი, გაგვიზიარეთ CV: vacancy@atelieroutlet.ge. Subject - მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე