|
დასახელება:
უფროსი არქიტექტორი
|
| მომწოდებელი:
Stipfold
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
"სტიპფოლდი" მუშაობს მხოლოდ ისეთ პროექტებზე, რომლებიც შეესაბამება კომპანიის ხედვას. გვსურს ვიმუშაოთ პროფესიონალებთან, რომლებსაც უყვართ თავიანთი საქმიანობა, ენერგიას არ იშურებენ ხარისხიანი პროდუქტის შესაქმნელად და იზიარებენ კომპანიის ესთეტიკურ მიდგომას.
პოზიცია: უფროსი არქიტექტორი
სამუშაოს აღწერილობა:
** წინასაპროექტო კვლევის მომზადება;
** არქიტექტურული კონცეფციის შექმნაში მონაწილეობა;
** არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით სრული BIM მოდელის დამუშავება Revit-ში;
** ვიზუალიზაციის სპეციალისტთან ეფექტური კომუნიკაცია სასურველი ხარისხის ვიზუალიზაციის მიღების მიზნით;
** არქიტექტურული კონცეფციის მიხედვით მასალებისა და პროდუქციის შერჩევა;
** სამშენებლო დოკუმენტაციის შექმნის კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
** არქიტექტურის გუნდის მართვა;
სავალდებულო მოთხოვნები:
** Revit - ის სრულყოფილად ცოდნა;
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება;
** მშენებლობის ნებართვის აღების მიზნით შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
ანაზღაურება: ფიქსირებული 6 000 ლარი + შესრულებული პროექტების მიხედვით საბონუსე სისტემა;
სამუშაო საათები: ორშ - პარ, 09:00 - 18:00
I ეტაპი - კანდიდატებთან გასაუბრება
II ეტაპი - დავალების შესრულება.
შერჩეულ კანდიდატს დაუწესდება ანაზღაურებადი გამოსაცდელი ვადა.
თუ დაინტერესდით ჩვენთან მუშაობით, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიოს ბმული შემდეგ მისამართზე jobs@stipfold.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: Senior Architect
https://www.stipfold.ge/
|
|
|
|