Робота для біженців з України
უფროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ICity
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
მაღაზიათა ქსელი "Icity" აცხადებს ვაკანსიას უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე.

აისითი 11 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს საქართველოში, სპეციალიზდება Apple, Dyson, B&O, Xiaomi, honor, Garrett, realme და სხვა ცნობილი ბრენდების მაღალი ხარისხის პროდუქციისა და მათი აქსესუარების შეთავაზებაზე, ასევე გთავაზობთ პირველი კლასის სერვისს.


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საბუღალტრო აღრიცხვის და საბანკო ოპერაციების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ზედნადებები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების, შედარების აქტები) მომზადება და მოწესრიგება;
** მენეჯერის დასტურის შემდგომ, დასაბრუნებელი თანხებისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროული მიწოდება ბანკისთვის.
** ბუღალტრული ოპერაციებისა და დოკუმენტაციის წარმოება საბუღალტრო პროგრამაში;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტების დამუშავება;
** დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
** ყველა სხვა საბუღალტრო ოპერაციის შესრულება და დოკუმენტის მომზადება, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით;
** განახორციელოს ხელმძღვანელობის სხვა მითითებები, რომელიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და კომპანიის შინაგანაწესს;
** ბუღალტერი ვალდებულია შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელების მიერ მითითებული დავალებები, რომელიც უკავშირდება წინამდებარე თანამდებობრივი ინსტრუქციით მასზე დაკისრებული ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით
** უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება
** საცალო ვაჭრობის სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის სრულყოფილი ცოდნა
** ERP/საბუღალტრო პროგრამების ცოდნა (FINA)
** MS Office-ის (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ცოდნა
** ანალიტიკური აზროვნება და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00 - 19:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული
** კარიერული წინსვლის პერსპექტივა
** კორპორატიული დაზღვევა.
** მეგობრული გუნდი.
** მუშაობა მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობა დინამიურად განვითარებად კომპანიაში;
** ადგილმდებარეობა: საბურთალო, სააკაძის დაღმართი #6.

CV ფოტოსურათით გამოაგზავნეთ მისამართზე: jobs@icity.ge
სათაურის ველში მიუთითოთ "უფროსი ბუღალტერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის. რეზიუმეების შენახვის მაქსიმალური ვადა არის 2 წელი. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე