|
დასახელება:
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
RMG
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 27 თებერვალი
|
კომპანია "RMG" (Rich Metals Group) ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბოლნისის რ-ნი, დაბა კაზრეთი
ადამიანური რესურსების განვითარების დეპარტამენტში სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:
** პერსონალის შერჩევის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
** ახალი თანამშრომლებისთვის საორიენტაციო სისტემების შემუშავება;
** საკადრო ადმინისტრირების პროცესის მართვა და კონტროლი;
** სამუშაო აღწერილობების განახლება. საჭიროების შემთხვევაში, ახალი სამუშაო აღწერილობების შემუშავება და დამტკიცება;
** ყოველთვიურად საშტატოების განახლება და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სახელფასო და სამოტივაციო სისტემების შემუშავებაში მონაწილეობა და ყოველდღიური განახლება;
** სახელფასო ფონდის ყოველთვიური ანალიზი და კონტროლი;
** ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სოციალური, ეკონომიკური მეცნიერებების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS PowerPoint, MS Outlook, Internet Explorer) ცოდნა;
** საქართველოს შრომის კოდექსისა და შრომითი ურთიერთობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების ცოდნა;
** პრეზენტაციის, ახალი სტრუქტურების შესაბამის პროგრამებში აწყობა;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
** გამართულად წერილობითი გადმოცემის სათანადო უნარი;
სასურველია:
** ადამიანური რესურსების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 (ორი) წლიანი გამოცდილება;
** პრეზენტაბელურობა;
** გუნდური მუშაობის კულტურა;
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV - ქართულ ენაზე, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ელექტრონული ვერსია, მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არაუგვიანეს 2026 წლის 27 თებერვალი 18:00 საათისა.
გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|