|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გარანტი ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
შპს "გარანტი ჯგუფი" https://garantigroup.ge ქართული კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ისეთ პროდუქციას როგორიცაა: მეტალო პლასტმასის და ალუმინის კონსტრუქცია, ფარდა-ჟალუზი, გარე დამცავი ჟალუზი, ფასადის სისტემები, ლითონის ნაკეთობები და სხვა. "გარანტი ჯგუფი" მუდმივად აანალიზებს მსოფლიო ბრენდების ინდუსტრიულ სიახლეებს და მუშაობს ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტების დანერგვაზე.
კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე. გუნდში შექმნილია თავისუფალი და მეგობრული გარემო რაც ასევე თანამშრომლების ლოიალობას და კეთილგანწყობას განაპირობებს.
კომპანია "გარანტი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, თემქა ისაკიანის ქუჩა N1
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 2000 ლარი + (ბონუსი (საშუალოდ ანაზღაურების 1 ოდენობა) გამომუშავებით);
ძირითადი მოვალეობა:
** გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება, ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი;
** გაყიდვების საოპერაციო პროცესის მართვა;
** გაყიდვების ზრდის გეგმების დასახვა და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების ზრდის მიზნით სხვადასხვა ინიციატივების წარდგენა.
** კომპანიაში არსებული პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის მომზადების უზრუნველყოფა;
** პროექტების დამოუკიდებლად მოძიება და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდის უზრუნველყოფა;
** პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** არსებულ / პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო, წერილობითი კომუნიკაცია და მათთვის შეთავაზებების მომზადება და წარდგენის უზრუნველყოფა;
** პოტენციურ მომხმარებელთან ვიზიტების დაგეგმვა არსებული პროდუქტების და სერვისების შესახებ პრეზენტაციების მომზადება, არსებული პროდუქტების შეთავაზება;
** მომხმარებლებთან მოლაპარაკებების წარმოება და სრული პროცესის მართვა შეთავაზებიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** პროექტის შემოსვლის მომენტში საჭიროებების დადგენა შესაბამისი დოკუმენტაციის და ფაილების მომზადება
** შეთავაზების მომზადებაზე მუშაობის დაწყება პროექტის ინჟინერთან ერთად;
** შეთავაზების ფორმის დამკვეთთან მიწოდების უზრუნველყოფა და დასტურის მოპოვება;
** დამკვეთთან შეთავაზების სტატუსის პერიოდული გადამოწმება;
** მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებელთან დამატებითი კომუნიკაცია ხარისხის გაუმჯობესების და გაყიდვების მიზნით;
** შესრულებული და შესასრულებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაციის დამუშავება დადგენილი ფორმით და პერიოდულობით;
** გაყიდვების გუნდის ჩამოყალიბება, მართვა და განვითარება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** აუცილებელია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება, უპირატესია სამშენებლო სფეროში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.
** გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის გამოკვეთილი უნარი
** პრეზენტაციის და გაყიდვების გამოკვეთილი უნარი
** გუნდის შექმნის და მართვის გამოცდილება, მენეჯერული უნარები.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** შედეგზე ორიენტირებული
** გუნდური მუშაობის უნარი
** უცხო ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@garantigroup.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების მენეჯერი".
კომპანია მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|