Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701657&print=yes&view=jobs
 
იმპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის ლოჯისტიკის სპეციალისტი
მომწოდებელი: ნავთობკომპანია ქონექთი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
ნავთობკომპანია "ქონექთი" (Connect) 2014 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ფლობს 140-ზე მეტ ავტოგასამართ სადგურს და 2025 წლიდან ოპერირებს საკუთარი ნავთობტერმინალით, რაც იმპორტისა და დისტრიბუციის სრული ციკლის მართვის შესაძლებლობას გვაძლევს.

ვეძებთ იმპორტისა და ლოჯისტიკის სამსახურის სპეციალისტს, რომელიც ჩართული იქნება ნავთობპროდუქტების იმპორტთან, ტრანსპორტირებასა და დოკუმენტბრუნვასთან დაკავშირებული პროცესების ეფექტიან მართვაში..

სამუშაო პირობები:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ;
** ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად);
** ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალო, უნივერსიტეტის ქუჩა #8.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საზღვაო და სახმელეთო ტვირთების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება;
** ვაგონების რეესტრების წარმოება და განახლება;
** ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული დოკუმენტბრუნვის უზრუნველყოფა;
** სრული სატრანსპორტო ციკლის მართვა და კონტროლი (დაგეგმვა, შესრულება, მონიტორინგი);
** დოკუმენტების გადამოწმება დახარისხება და სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ლოჯისტიკის, ეკონომიკის ან მონათესავე სფეროში);
** ლოჯისტიკისა და/ან იმპორტის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია ნავთობპროდუქტებთან);
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისურის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@connect.com.ge 2026 წლის 15 მარტის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 თვის ვადით.

კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.

წარმატებებს გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია