Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701636&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების დეპარტამენტის ასისტენტი
მომწოდებელი: Sakura Properties
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
კომპანია "Sakura Properties", რომელიც საერთაშორისო მეთოდებით მუშაობს მაღალი კლასის უძრავ ქონებაზე, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და კომუნიკაბელურ თანამშრომელს გაყიდვების დეპარტამენტში ასისტენტის პოზიციაზე (შაბათ-კვირა).

მდებარეობა: თბილისი

მოვალეობები:

** ზარებზე და შეტყობინებებზე პასუხი, კლიენტებისთვის ინფორმაციის მიწოდება
** უძრავი ქონების ბაზების წარმოება (არსებული ინფორმაციის შეტანა ბაზებში)
** გუნდის სხვა წევრებისთვის ბაზიდან ინფორმაციის გაზიარება
** ონლაინ პორტალებზე სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის ძიება და განთავსება

გეძებთ შენ, თუ ხარ:

** კომუნიკაბელური - ახალი ადამიანების გაცნობა და დახმარება შენთვის სიამოვნებაა
** განვითარებაზე ორიენტირებული - გიყვარს ახალი ცოდნის მიღება
** პასუხისმგებლობიანი და ორგანიზებული
** ფლობ საოფისე პროგრამებს: Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
** ინგლისურის მინიმუმ დამწყები დონეზე ფლობა ჩაითვლება პლუსად (სხვა დამატებითი ენები ჩაითვლება უპირატესად)

რას მიიღებ ჩვენი მხრიდან:

** ონლაინ ტრენინგს და მუდმივ მხარდაჭერას
** რეალურ სამუშაო გამოცდილებას უძრავი ქონებისა და გაყიდვების სფეროში
** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს
** თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომას

ანაზღაურება: 300 ლარი ფიქსირებული ანაზღაურება თვეში + საბონუსე სისტემა

სამუშაო გრაფიკი:

** შაბათი და კვირა
** ასევე, დამატებით, ოფიციალურ დასვენებისა და სახელმწიფო დღესასწაულების დღეებში მუშაობა, რომელიც ანაზღაურდება შესაბამისად, პროპორციულად
** სამუშაო საათები: 11:00-19:00

სამუშაო ფორმატი: ონლაინ, სახლიდან მუშაობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: https://docs.google.com/forms/d/1z4xDLp5tQSusHG8-oiQxMakMH55QufcqigtTZkIEM28/edit.

ჩვენი ინსტაგრამი: https://www.instagram.com/sakura.properties/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია