Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701632&print=yes&view=jobs
 
ადვოკატის თანაშემწე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადვოკატის თანაშემწე
მომწოდებელი: პინა მენეჯმენტი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 28 თებერვალი
შპს "პინა მენეჯმენტი" არის საქართველოს ბაზარზე მოქმედი, სწარფად მზარდი იურიდიული კომპანია რომელიც ახორციელებს კლიენტთა მომსახურებას სასამართლო საქმისწარმოების (სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებზე) და საკონსულტაციო მიმართულებით.

ამჟამად კომპანიას ესაჭიროება თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის საქმიანობაში სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, სასამართლო დავების წარმოებისა და კლიენტებისათვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის პროცესში.

პოზიციის დასახელება: ადვოკატის თანაშემწე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით

ძირითადი მოვალეობები:

** კონკრეტულ ქეისებთან დაკავშირებით ნორმატიული ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევა, ანალიზი და მოხსენებებისა და ანგარიშების მომზადება;
** ხელშეკრულებების, წერილობითი კორესპონდენციების, სამართლებრივი დასკვნების და სხვა იურიდიული დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება/მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** ხელშეკრულებებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივი ვიზირება;
** კომპანიის წარმოებაში არსებული საქმეების პერიოდული მონიტორინგი და ანგარიშგება;
** იურიდიული დოკუმენტების მიღება, აღრიცხვა, სისტემატიზაცია და დაარქივება;
** ხელმძღვანელის დავალებით კლიენტის წარმოდგენა სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებში (მათ შორის, კორესპონდენციების ჩაბარება და მიღება) და სხვა ძირითად მოვალეობებთან დაკავშირებული აქტივობების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამართლის ბაკალავრი, ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (სპეციალიზაცია სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ნორმატიული ბაზისა და სასამართლო პრაქტიკის კვლევისა და ანალიზის უნარი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწავლისა და განვითარების მაღალი მოტივაცია;

ანაზღაურება: თვეში 700 ლარი გამოსაცდელი ვადის პერიოდში;
სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 10.00-18.00, შესვენება: 13.00-14.00, პერიოდულად - შაბათს - 12.00-16.00 (შაბათს მუშაობის შემთხვევაში, მომდევნო კვირას ერთი სამუშაო დღე დასვენება);
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. N1 (ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ);

ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში:

** მიიღებთ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას როგორს სასამართლო საქმეთა წარმოების, ასევე საკონსულტაციო მომსახურების გაწევის მიმართულებით;
** გექნებათ კომპანიაში დასაქმების რეალური პერსპექტივა;

დაინტერესების შემთხვევაში, თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე და სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: pinamanagement.lawoffice@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (ადვოკატის თანაშემწე სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის შემოტანა შესაძლებელია 2026 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.

კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. შერჩევა განხორციელდება სამ ეტაპად:

** კანდიდატების შერჩევა სამოტივაციო წერილის საფუძველზე;
** წერილობითი დავალება;
** გასაუბრება.

გაითვალისწინეთ:

ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "პინა მენეჯმენტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანსიის მოთხოვნებთან და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. მონაცემები შეინახება კანონმდებლობით დადგენილი (არაუმეტეს ერთი წლის) ვადით.

კომპანია იტოვებს უფლებას, გადაამოწმოს თქვენს რეზიუმეში მითითებული ინფორმაცია და დაუკავშირდეს თქვენს მიერ მითითებულ რეკომენდატორებს. განაცხადის შემოტანით თქვენ ადასტურებთ, რომ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია