Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701619&print=yes&view=jobs
 
მერჩენდაიზერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: ბიუმარტი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
შპს "ბიუ ბიუ პლიუსი", შპს "ჩირინას" ხორცპროდუქტების დისტრიბუტორი კომპანია, აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე.

რატომ ჩვენ? რას გთავაზობთ:

** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაციული კულტურა;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობა;
** საბონუსე სისტემა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამსახურში დროულად გამოცხადება;
** რისერვინგიდან სამაცივრეში მიღებული პროდუქციის ამოტანის შემოწმება;
** ე.წ "ფეისინგის" კონტროლი - თუ როგორაა განლაგებული პროდუქცია სარეალიზაციოდ;
** გაყიდვების მენეჯერთან აქტიური კომუნიკაცია სწორი შეკვეთების უზრუნველყოფის მიზნით;
** რეალიზაციის შემდგომ პროდუქციის მაცივრიდან ამოტანა და პროდუქციის სწორად განლაგების უზრუნველყოფა;
** დაესწროს შეკვეთის დაწერის პროცესს მაღაზიის ვაიზერსა თუ მენეჯერთან ერთად;
** ნაშთების, ვადების კონტროლი და გაყიდვების მენეჯერის ინფორმირება;
** პროდუქციის ცნობადობის ამაღლება მომხმარებელთან და შეთავაზებების უზრუნველყოფა;
** წინასწარ გაწერილი სარეალიზაციო გეგმის შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე (Word, Excel, PowerPoint);
** ქართულ ენაზე გამართულად საუბრის უნარი. ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** აქტიურობა;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარი.

ანაზღაურება: დამოკიდებულია კადრის გამოცდილებასა და კომპეტენციაზე.

აღნიშნული ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე Hr@biumart.ge და გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. ვაკანსიასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 577947402.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია