Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701600&print=yes&view=jobs
 
პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პურ-ფუნთუშეულის მცხობელი
მომწოდებელი: აგროჰაბი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას პურ-ფუნთუშეულის მცხობელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულის გამოცხობა არსებული კალკულაციების და სტანდარტების მიხედვით;
** ცხობის პროცესში ტექნოლოგიური სტანდარტების დაცვა;
** სამუშაო სივრცეში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და კანტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგვიკავშირდეთ ტელ.: +995 591 03 26 26; +995 591 04 26 26; 591 71 75 42; 511 21 16 33.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@agrohub.ge

მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;

მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;

სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;

ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხრიდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმოების შესახებ;

მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;

მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;

ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;

ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -

მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;

მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;

მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;

მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;

წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;

მონაცემთა გადატანის უფლება;

ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;

თანხმობის გამოხმობის უფლება;

გასაჩივრების უფლება;

შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია