|
დასახელება:
საწყობის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
sheniamanati.ge
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
კომპანიას "შენიამანათი.ჯი" ესაჭიროება საწყობის მენეჯერი
"sheniamanati.ge" არის სწრაფად მზარდი საერთაშორისო საკურიერო და ლოგისტიკური კომპანია, რომელიც უკვე შვიდი წელია მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად და უსაფრთხოდ გამოიწერონ პროდუქცია სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი გუნდი არის კომპანიის მთავარი ძალა — თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმი, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობა ქმნის იმ ხარისხს, რომელსაც ჩვენი კლიენტები ენდობიან. "sheniamanati.ge"-ში თქვენ ხდებით ერთიანი გუნდის ნაწილი, რომელიც ორიენტირებულია განვითარებაზე, ინოვაციებზე და საერთო წარმატებაზე.
ლოკაცია: ისანი
სამუშაო პირობები:
** სამუშაო დღეები: 5 (სამშაბათი-შაბათი 10:00-დან 20:00 საათამდე, შესვენება ერთი საათი)
** დასვენების დღე: კვირა-ორშაბათი
** ხელფასი: 1200 ლარი (ხელზე ასაღები). ხელფასი ირიცხება ყოველი მომდევნო თვის ბოლოს, დასაქმებულის საბანკო ანგარიშზე. 1-კვირიანი სტაჟირების შემდეგ (სტაჟირება არ ანაზღაურდება) ფორმდება ხელშეკრულება.
ფუნქცია-მოვალეობები:
** მოთხოვნილი ამანათების საწყობში მოძიება და გასაცემად მომზადება;
** კვირაში ორჯერ საწყობის სრული აღწერა
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** შესაბამის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობა ჩაითვლება უპირატესად;
** პასუხისმგებლობიანი;
** სხარტი;
** სტაბილური.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** პრემიუმ კლასის ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ გადაადგილებას.
თუ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე - vacancy@sheniamanati.ge-ზე, მიუთითეთ - "საწყობის მენეჯერი"
|
|
|
|