Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701565&print=yes&view=jobs
 
პროდუქციის შემსყიდველი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქციის შემსყიდველი
მომწოდებელი: ემერენ გრუპი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
კომპანია შპს "ემერენ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის შემსყიდველის პოზიციაზე.

შპს "ემერენ გრუპი" წარმოადგენს კომპანიას, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ახორციელებს მაღალი ხარისხის ხილ-ბოსტნეულის შეფუთვას. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან ასორტიმენტს და ფლობს საკუთარ სადისტრიბუციო ქსელს, რომლის მეშვეობითაც პროდუქცია ნაწილდება საქართველოს მასშტაბით.

კომპანიის მთავარი მიზანია მდგრადი განვითარება და გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, ინოვაციური სიახლეების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტების ათვისება. კომპანია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ პასუხისმგებლობას, პარტნიორებთან გრძელვადიანი და საიმედო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას, ასევე მომხმარებლის ნდობისა და ერთგულების მოპოვებას.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი
** სამუშაო განრიგი: შეთანხმებით
** ანაზღაურება: 1500 ლარიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** ხილ-ბოსტნეულის მოძიება და შესყიდვა
** ფასების მონიტორინგი
** პროდუქციის ხარისხის კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მოლაპარაკებისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** მართვის მოწმობა - კატეგორია B1

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: careermrn@gmail.com

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია