Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701559&print=yes&view=jobs
 
მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთ ბიზნეს ჯგუფი
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "იელთი ჯგუფი" ეძებს გუნდის წევრს მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ელთ ბილდინგი" 2017 წელს შემოვიდა ქართულ სამშენებლო-დეველოპერულ ასპარეზზე.

კომპანიის მთავარი მისია არის ის, რომ უძრავი ქონების ჩვენთან შეძენისას, მომხმარებლებმა უნდა მიიღოს კომფორტული ცხოვრების, დასვენებისა და მომგებიანი ინვესტიციისათვის ყველანაირი პირობა.

ისეთი პროექტებით, როგორიც არის "ELT Quarter" ბათუმში და "Spanish Quarter" თბილისში, ჩვენ ვამაყობთ, რომ წვლილი შეგვაქვს, საქართველოში, მშენებლობას ახალი სტანდარტების დანერგვასა და განვითარებაში.

"ელთ ბილდინგს" უნიკალურს ხდის, ფოკუსირება მომხმარებლებზე და მათ კმაყოფილებაზე, მაღალი დონის სამშენებლო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, სასტუმროს სტილის სერვისებისა და დიზიანის არსებობა კომპლექსებსა და აპარტამენტებში.

სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 40სთ)
ლოკაცია: ბათუმი
ანაზღაურება: 1800 ლარიდან 2500 ლარამდე + საბონუსე სისტემა

ჩვენი შემოთავაზებაა:

** კომფორტული სამუშაო გარემო;
** კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა;
** წახალისების სისტემა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და მათთან პოზიტიური კომუნიკაციის შენარჩუნება;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა, ანალიზი და მათზე სწრაფი რეაგირება;
** მოთხოვნების, ფორმების შექმნა და მართვა;
** სხვა დეპარტამენტებთან კომუნიკაცია

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საბანკო/სადაზღვევო/სასტუმრო ინდუსტრიაში გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური/რუსული/თურქული ენების ცოდნა (აუცილებელია C1 დონეზე);
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფა.

პიროვნული თვისებები და მახასიათებლები:

** კომუნიკაციის მაღალი უნარები;
** პრობლემების გადაჭრის უნარი;
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** დისციპლინირებული და პუნქტუალური;
** პასუხისმგებლობიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** სამუშაოს პრიორიტეტებად გადანაწილების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltgroup.ge გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება მომხმარებელთა მხარდაჭერის სპეციალისტი, რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს.

თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით!

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია