Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701558&print=yes&view=jobs
 
ტურ ოპერატორი - შემომყვანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტურ ოპერატორი - შემომყვანი
მომწოდებელი: Vacations Georgia
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი / ბოლო ვადა: 16 მარტი
"Vacations Georgia" აცხადებს ვაკანსიას ტურ ოპერატორის (შემომყვანი) პოზიციაზე.

პირობები:

** ანაზღაურება: 1250₾ (ხელზე ასაღები) ზრდის პერსპექტივით;
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-18:00 შაბათს ან კვირას 11:00-16:00;
** სამუშაო ადგილი: თბილისი, პეტრე ქავთარაძის 15 ("სითი მოლის" გვერდით).

ძირითადი ფუნქციები:

** ტურპაკეტების შექმნა, გაყიდვა, ტურის მომზადება, დაგეგმვა და ორგანიზება;
** გიდის, ტრანსპორტის, კვებისა და განთავსების ობიექტების შერჩევა;
** ტურის მიმდინარეობის კონტროლი;
** სამოგზაურო დოკუმენტაციისა და ტურის პროგრამის მომზადება მომსახურე გუნდისთვის (გიდი, მძღოლი, ტურის გამყოლი);
** სერვის მომწოდებლების შერჩევა, მათთან ურთიერთობის დამყარება, ფასის შეთანხმება, კონტრაქტის გაფორმება და მომსახურების პაკეტის სრულყოფილი აღწერილობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უპირატესობად ჩაითვლება საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცოდნა.

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გადმოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: contact@vacationsgeorgia.ge

სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: ტურ ოპერატორი (შემომყვანი)
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია