|
დასახელება:
სოციალური ქსელების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Urban Horeca Group
|
|
გამოქვეყნდა: 16 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 16 მარტი
|
კომპანია "Urban Horeca Group" რომელიც მართავს რამდენიმე რესტორანს, ძველ თბილისში, ტურისტულ ზონაში, მეიდანზე და თავისუფლების მოედანზე, აცხადებს ვაკანსიას სოციალური ქსელების მენეჯერის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სოციალური ქსელების მართვა და ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე კომუნიკაცია;
** კონტენტის შექმნა (ტექსტი, ფოტო, ვიდეო), პოსტების მომზადება და გამოქვეყნება;
** სოციალურ ქსელში სარეკლამო (Ads) კამპანიების წარმოება;
** სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება.
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება სოციალური მედიის მართვასა და ციფრულ მარკეტინგში;
** კრეატიული აზროვნების უნარი და მაღალი მოტივაცია;
** კონტენტის შესაქმნელად და დასამუშავებლად შესაბამისი პროგრამების ცოდნა, საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უმაღლესი განათლება, ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალი და მეგობრული გუნდის წევრობას ამბიციური მიზნებით;
** სამუშაო ადგილმდებარეობა: თავისუფლების მოედანი, პუშკინის ქუჩა 19;
** 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი კვირაში 5 დღე, 13:00-დან 21:00-მდე;
** ხელფასი 2500 ლარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე 575 755 888
ან გამოაგზავნოთ CV და ფოტოსურათი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hidetbilisi@gmail.com
|
|
|
|