|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Legal Experts of Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
"Legal Experts Of Georgia" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალო (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება გამოსაცდელი ვადის დროს: 1 000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო; გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გასული, შემოსული წერილების და საფოსტო გზავნილების კონტროლი.
** ინვოისების დამზადება/გაგზავნა.
** კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება.
** კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრა.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება.
** ბრენდირებული ნივთების შეკვეთა.
** კორპორატიული კლიენტების მონაცემთა სიის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება).
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელფოსტის მეშვეობით მისამართზე: legalexperts2023@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|