|
დასახელება:
ბიზნეს ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
კერძო პირი
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
კერძო პირი ეძებს ბიზნეს ასისტენტს, რომელიც ჩაერთვება ახალი ბიზნესების დაწყებისა და მართვის პროცესში.
ვეძებთ მოტივირებულ და დისციპლინირებულ ადამიანს, რომელიც მზად არის იმუშაოს რეალურ საქმეში, აიღოს პასუხისმგებლობა და ბოლომდე მიიყვანოს დაკისრებული დავალებები.
ძირითადი მოვალეობები:
** ახალი ბიზნესების დაწყებაში მონაწილეობა;
** ბაზრის კვლევა და ინფორმაციის მოძიება;
** საორგანიზაციო და ოპერატიული დავალებების შესრულება;
** სამუშაო პროცესის კონტროლი და მოწესრიგება;
** ხელმძღვანელის დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
** მიიღებიან სტუდენტები და განვითარებაზე ორიენტირებული ახალგაზრდები;
** მაღალი დისციპლინა და პასუხისმგებლობის გრძნობა (მთავარი მოთხოვნა);
** შრომისმოყვარეობა და ძლიერი მონდომება;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და დროის მართვა.
შენიშვნა: განსაკუთრებული გამოცდილება ან თეორიული ცოდნა სავალდებულო არ არის — ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია დისციპლინა და მონდომება.
რას გთავაზობთ:
** რეალურ ბიზნეს გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ახალი ბიზნესების დაწყების პროცესში უშუალო მონაწილეობას;
** ზრდისა და განვითარების პერსპექტივას;
** ანაზღაურებას შესრულებული სამუშაოსა და ჩართულობის მიხედვით.
დამატებითი შესაძლებლობა: თუ გაქვთ საკუთარი პერსპექტიული ბიზნეს იდეა, მზად ვართ, განვიხილოთ მისი დაფინანსება და ერთობლივად განხორციელება.
საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 551 717778, 551 137778, 551 601760
|
|
|
|