|
დასახელება:
უმცროსი მხარდაჭერის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ტერა ლიზინგი
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 06 მარტი
|
"ტერა ლიზინგში" ვეძებთ უმცროს მხარდაჭერის მენეჯერს.
ჩვენ შესახებ:
"ტერა ლიზინგი" ბაზარზე გამოჩნდა 2023 წელს და ამ დროისათვის უკვე მე-2 ადგილს იკავებს სალიზინგო ბაზარზე და 50 მლნ. ლარზე მეტი ოდენობის პორტფელს ფლობს. კომპანიას უძღვებიან ლიზინგის სფეროში გამოცდილი ლიდერები, რომლებმაც ტერაბანკთან პარტნიორობით დააფუძნეს ბანკის შვილობილი კომპანია - სს "ტერა ლიზინგი". კომპანია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგს სთავაზობს მცირე, საშუალო და მსხვილ კომპანიებს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიცაა მშენებლობა, მედიცინა, წარმოება, სოფლის მეურნეობა, პრინტინგი და ასევე აქვს ავტო ლიზინგის პროდუქტი ფიზიკური პირებისთვის. ტექნიკისა და მანქანა-დანადგარების დაფინანსების და მუდმივი მხარდაჭერის გზით ჩვენ ხელს ვუწყობთ ჩვენი მომხმარებლების მუდმივ განვითარებას და ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.
ჩვენ ვეძებთ გონიერ, მოტივირებულ და ორგანიზებულ ადამიანს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს უმცროსი მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციაზე და მხარს დაუჭერს სწრაფად მზარდი კომპანიის შედეგების კიდევ უფრო გაუმჯობესებას. აღნიშნული პოზიცია მათთვისაა, ვინც არის დაკვირვებული, დეტალებზე ორიენტირებული, უყვარს პროცესებზე დაკვირვება და შეუძლია ხარვეზების ან გაუმჯობესების შესაძლებლობების აღმოჩენა, ამასთანავე, შეუძლია წერილობით და ვერბალურად კარგად ჩამოაყალიბოს სათქმელი და ჰქონდეს გასაგები კომუნიკაცია ჩართულ მხარეებთან.
სამუშაოს აღწერა: ლიზინგის მთავარი საოპერაციო სისტემის ტექნიკური მხარდაჭერა და კომუნიკაცია ვენდორთან; ლიზინგის მთავარი საოპერაციო სისტემის განვითარებისთვის საჭირო საკითხების დაგეგმარებასა და მართვაში მონაწილეობის მიღება.
პოზიციის მოვალეობები:
** ლიზინგის მთავარი საოპერაციო სისტემის მხარდაჭერა, რაც მოიაზრებს აღმოჩენილი/დაფიქსირებული ხარვეზებისა და დავალებების აღწერას, განთავსებას და კომუნიკაციას ვენდორთან
** პროექტების მენეჯერის მხარდაჭერა საოპერაციო სისტემის დახვეწისთვის საჭირო ამოცანების შეგროვებასა და დაკვეთის ჩამოყალიბებაში, ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციაში
საჭირო ცოდნა და კვალიფიკაცია:
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა
** საოფისე პროგრამების, მათ შორის ექსელის კარგად ცოდნა
** ციფრული ინსტრუმენტების (საძიებო სისტემა, პროექტის/დავალებების მართვის სისტემა და ა.შ.) ცოდნა ან/და სწრაფად ათვისების უნარი
პოზიციისთვის საჭირო კომპეტენციები:
** წერილობითი და ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. N 7
** სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი, კვირაში 5 სამუშაო დღე, 1 დღე - დისტანციურად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე info@teraleasing.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება უმცროსი მხარდაჭერის მენეჯერი
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის, 6 მარტი
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას ტერაბანკი ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. ტერაბანკში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.
"ტერაბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
"ტერა ლიზინგი" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|