|
დასახელება:
იმპორტის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ბლექ სი მეტალ გრუპი
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
კომპანია "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, შედარება;
** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების კონტროლის უზრუნველყოფა;
** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** შესყიდვის ობიექტზე ბაზრის კვლევის განხორციელება;
** მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა;
** იმპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, ინვოისების მიღება/შემოწმება;
** შეკვეთის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება;
** საწყობებთან და ვაიზერებთან კომუნიკაცია და მათთან ურთიერთობის სპეციფიკის შესწავლა;
** შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის მიერ მნიშვნელოვანი და არსებითი დავალებები.
პიროვნული თვისებები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** თურქული ენის ცოდნა;
** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
** ზეპირ-სიტყვიერი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** დისციპლინირებულობა.
პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: სრული;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: vacancy@bsmg.ge გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
CV-ს გამოგზავნით თქვენ თანახმა ხართ რომ "შპს BS METAL GROUP"-მა 6 თვის განმავლობაში შესაძლებელია, შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები და განიხილოს სამომავლოდ სხვა პოზიციაზეც.
|
|
|
|