|
დასახელება:
მაღაზიის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
OnePrice
|
|
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი
/ ბოლო ვადა: 14 მარტი
|
მაღაზიათა ქსელი "OnePrice" არის სწრაფად მზარდი კომპანია, რომელიც წარმოადგენს 20-ზე მეტ ფილიალს საქართველოს მასშტაბით. "OnePrice" მომხმარებლებს სთავაზობს პროდუქციის ფართო ასორტიმენტსა და დაბალ ფასებს.
"OnePrice" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაო გრაფიკი : 09:00- 18:00 სთ (კვირაში 5 დღე)
ანაზღაურება: 1500-1700 ლ + ბონუსი
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი მოვალეობები:
** საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სასაქონლო ზედნადებების და სხვა ტიპის არსებული დოკუმენტაციის სრული კონტროლი და მათი პროგრამულად სწორად და დროულად ასახვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის ინფორმაციის მიწოდება მიმდინარე აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ, შესაბამისი დავალებების მიცემა და აღსრულების კონტროლი;
** ფასების სიზუსტისა და განთავსების კონტროლი;
** სააქციო პროდუქციის სწორად განლაგებისა და შესაბამისი ფასმაჩვენებლების დროულად განთავსების კონტროლი;
** მაღაზიაში განთავსებული პროდუქციის ვადების კონტროლი და შესაბამისი ზომების მიღება;
** მაღაზიის ტერიტორიაზე შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვის უზრუნველყოფა, ხარვეზის/პრობლემის შემთხვევაში შესაბამისი პასუხისმგებელი პირის ინფორმირება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მუშაობის განრიგის განსაზღვრა და მისი დაცვის უზრუნველყოფა; მაღაზიის სასაქონლე ნაშთების მართვა და ინვენტარიზაციის დროულად ჩატარების უზრუნველყოფა;
** ფილიალში სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობისგან.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ფლობა.
ჩვენთ გთავაზობთ:
** სტაბილურ კომპანიაში მუშაობას;
** კომფორტული სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** მოკლე დროში დაწინაურებისა და წინსვლის შესაძლებლობას.
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთან აკმაყოფილებთ განსაზღვრულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@oneprice.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, შესაძლოა თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ თანამდებობაზეც.
"OnePrice" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|