Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701467&print=yes&view=jobs
 
F&B მენეჯერი - საირმე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: F&B მენეჯერი
მომწოდებელი: Ensana კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
"Ensana Health Spa Hotels" აცხადებს ვაკანსიას კურორტ საირმეში.

კურორტი საირმე ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.

რებრენდინგის ფარგლებში, ევროპაში უმსხვილესი სამედიცინო, ველნესისა და სპა ბრენდი — Ensana Health Spa Hotels კურორტ საირმეში ოპერირებას იწყებს სამ ობიექტზე: New Sairme, Sairme Resort და Sairme Public SPA. Ensana ცნობილია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზასთან შერწყმით ისეთ ისტორიულ სპა ქალაქებში, როგორიცაა უნგრეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, დიდი ბრიტანეთი და სხვა.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველ დღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდეს და ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

საერთაშორისო ბრენდი "Ensana" ეძებს- F&B მენეჯერს.

სამუშაო მოვალეობები:

** სასტუმროს რესტორნებისა და ბარის სრული ოპერაციული მართვა და კონტროლი;
** ყველა კვებისა და სასმელების ობიექტის სისუფთავის შენარჩუნება და მუდმივი კონტროლი;
** საერთაშორისო ქსელ Ensana-ს ბრენდის სტანდარტების გაცნობა, დანერგვა და ხარისხის კონტროლი;
** საკვებისა და სასმელების პროდუქტების, ინვენტარისა და აღჭურვილობის უსაფრთხოებისა და სათანადო შენახვის უზრუნველყოფა და მარაგების დროულად და ეფექტურად შევსება, ნარჩენების მინიმიზაციის პარალელურად
** F&B დეპარტამენტის თანამშრომლების შერჩევა, გადამზადება და განვითარება;
** სამუშაო გრაფიკების შედგენა და შრომითი დისციპლინის კონტროლი;
** მომსახურების, კერძებისა და სასმელების ხარისხის მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში დაუყოვნებლივი კორექტირების განხორციელება;
** ღონისძიებების (ბანკეტები, ქორწილები, კორპორაციული შეხვედრები) ორგანიზება და შესრულება;
** სტუმრების უკუკავშირის შეგროვება, ანალიზი და სერვისის გაუმჯობესება;
** საკანონმდებლო და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა (HACCP);
** ინვენტარიზაციის კონტროლი და დანაკარგების შემცირება;
** დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური კოორდინაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პოზიტიური პიროვნება.
** გამოცდილება Food & Beverage დეპარტამენტში წამყვანი პოზიციაზე საერთაშორისო ბრენდში.
** ბიუჯეტირებისა და ფინანსური ანალიზის ძლიერი უნარები.
** მენიუს დაგეგმვისა და Food Cost კონტროლის გამოცდილება.
** ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
** Micros -ის ცოდნა.
** ინგლისური (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად)

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ თქვენი სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: m.kikvidze@sairmeresort.ge

მოუთმენლად ველით თქვენს გაცნობას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია