Робота для біженців з України
ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: მედ-დიაგნოსტიკა
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
კლინიკა მედ დიაგნოსტიკა პაციენტებს სთავაზობს ამბულატორიულ სერვისს და მაღალი გარჩევადობის დიაგნოსტიკურ აპარატურას, იგი დაკომპლექტებულია კვალიფიციური სამედიცინო პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო კვლევების მაღალ დიაგნოსტიკურ სიზუსტეს და შედეგების სანდოობას.

კლინიკა მედ დიაგნოსტიკა აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მ. ასათიანის ქუჩა N5ა;
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით;
ანაზღაურება: შეთანხმებით;

ფუნქცია მოვალეობები:

** ექიმის დახმარება პაციენტის მიღების/მომსახურების გაწევის დროს
** მომხმარებელთან კომუნიკაციისა და ექიმის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, ჩანაწერის გაკეთება და მონაცემების შეყვანა კლინიკის ელექტრონულ პროგრამაში;
** ექიმის მიერ მითითებული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი (სასურველია შემდეგი მიმართულებით: მედიცინა, ჯანდაცვა, ფარმაცია)
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** განიხილება გამოცდილების გარეშე;

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** კომუნიკაბელური;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეს გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელფოსტაზე: careers@med-diagnostics.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და თქვენთვის მისაღები გრაფიკი.

გაცნობებთ, რომ "შპს მედ-დიაგნოსტიკა" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე