Робота для біженців з України
მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ფარმა სთორი
გამოქვეყნდა: 14 თებერვალი / ბოლო ვადა: 14 მარტი
ესთეტიკურ ბაზარზე ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია "ფარმა სთორი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე, რომელიც ჩართული იქნება სრული მარკეტინგული ციკლის დაგეგმვისა და მართვის პროცესში.

სამუშაო ლოკაცია: საბურთალო, გიორგი დანელიას N2
სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება, არსებულ ბაზარზე ბიზნესის ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად;
** ბაზრის კვლევების ჩატარება და ანალიზი ტენდენციებისა და მომხმარებელთა საჭიროებების დასადგენად, ასევე კონკურენტთა შეფასებისთვის;
** პროდუქტის ეფექტურად წარდგენა ბაზარზე, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და გაყიდვების მხარდაჭერა, კომპანიის ინტერესების მიხედვით;
** გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა, რათა შეიქმნას მიზნობრივი მარკეტინგული მასალები, მათ შორის ბროშურები, პრეზენტაციები და ციფრული კონტენტი;
** ციფრულ მარკეტინგში ჩართულობა, სოციალური მედიის მართვა, სხვადასხვა კამპანიების დაგეგმვა და შესრულება;
** ორგანიზება და მონაწილეობა ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიის ღონისძიებებში, გამოფენებში და ვებინარებში პროდუქტების წარმოსაჩენად და პოტენციურ კლიენტებთან დასაკავშირებლად;
** ურთიერთობების დამყარება და შენარჩუნება ძირითად სტეიკჰოლდერებთან, მათ შორის კოსმეტოლოგებთან, ესთეტიკურ კლინიკებთან და ინდუსტრიის გავლენიან წარმომადგენლებთან;
** მარკეტინგული ინიციატივების ეფექტურობის მონიტორინგი, ანალიზი და მონაცემების საფუძველზე მომავლისთვის რეკომენდაციების მონიშვნა;
** მარკეტინგის მიმართულების საქმიანობისთვის ბიუჯეტის განსაზღვრა და სტრატეგიების ეფექტური შესრულების უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია:

** მაგისტრის ხარისხი მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან მასთან მომიჯნავე სფეროში; სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** სამუშაო გამოცდილება მარკეტინგში, სასურველია ფარმაცევტული ან ესთეტიკური მედიცინის ინდუსტრიაში.
** მარკეტინგის პრინციპებისა და ტექნიკის, მათ შორის ციფრული მარკეტინგის სტრატეგიების კარგად ცოდნა;
** მარკეტინგული პროგრამული უზრუნველყოფისა და ინსტრუმენტების ცოდნა (CRM, ელექტრონული ფოსტის მარკეტინგის პლატფორმები, სოციალური მედიის მართვის ინსტრუმენტები).

უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და მოლაპარაკების უნარი;
** კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული ხედვა;
** აუცილებელია ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა;
** პროაქტიულობა და თავდაჯერებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** ტესტირება ლოგიკურ უნარებში;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მიმართულების ხელმძღვანელთან;
** მარკეტინგულ სტრატეგიასთან დაკავშირებით პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა აღმასრულებელ დირექტორთან გასაუბრებისას.

დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე - anajavakhidze@pharmastore.ge

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

წარმატებას გისურვებთ!

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნის შემთხვევაში, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანიის მიერ მუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები (1 წლის განმავლობაში) შემდგომში თანამშრომლობის მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე