Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=701398&print=yes&view=jobs
 
მარკეტინგის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
მომწოდებელი: EcoVille
გამოქვეყნდა: 13 თებერვალი / ბოლო ვადა: 13 მარტი
"EcoVille Georgia" არის მზის ენერგიის EPC კონტრაქტორი და საერთაშორისო EcoVille Holding-ის ნაწილი, 10+ წლიანი გამოცდილებით. ჰოლდინგი ოპერირებს საქართველოში, სომხეთსა და შვეიცარიაში. უზრუნველყოფს კომერციული და ინდუსტრიული მზის ელექტროსადგურების პროექტირებას და მშენებლობას სერტიფიცირებული ტექნოლოგიებით.

"EcoVille Georgia" საქართველოში ოპერირებს 2020 წლიდან. დაარსებიდან დღემდე განახორციელა 100-ზე მეტი წარმატებული პროექტი განახლებადი ენერგიის ინდუსტრიაში.

ვაკანსიის დასახელება: მარკეტინგის მენეჯერი
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ქეთევან დედოფლის გამზ. 54
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00
სამუშაო ფორმატი: სრული/ოფისიდან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** 3+ წლიანი გამოცდილება მარკეტინგში, სასურველია განახლებადი ენერგიის, ინჟინერიის ან სხვა ტექნიკური B2B-ორიენტირებული სექტორების მიმართულებით.
** ძლიერი უნარები კონტენტის წერის, SMM-ის და ციფრული კამპანიების მართვის სფეროში.
** ბაზრის ანალიზის ცოდნა და სტრატეგიების ჩამოსაყალიბებლად ინფორმაციის მოძიების და გამოყენების უნარი.
** გრაფიკული დიზაინის და ვიზუალური (ფოტო, ვიდეო) კონტენტის ადაპტირების გამოცდილება. ისეთი ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორიცაა Canva ან Adobe Illustrator და ა.შ.
** ქართული ენაზე პროფესიონალური დონის წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია.
** ინგლისური და/ან რუსული ენების ფლობა.
** კრეატიულობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.
** პროექტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ჰოლდინგის მიზნებთან შესაბამისობაში ყოვლისმომცველი მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება საქართველოსთვის.
** ჰოლდინგიდან მიღებული მარკეტინგული მასალების ადაპტირება საქართველოს ბაზრისთვის.
** SEO და SEM სტრატეგიების დაგეგმვა და განხორციელება, ვებგვერდის ვიზიტორების რაოდენობის გასაზრდელად.
** სოციალური მედიის პლატფორმების მართვა, გეგმის და კალენდრის შემუშავება (Facebook, LinkedIn, Instagram, YouTube)
** მარკეტინგული კონტენტის შექმნა, მათ შორის SMM სკრიპტები, სარეკლამო ტექსტები (ქართული, ინგლისური).
** ფასიანი სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა (Meta Ads, Google Ads, LinkedIn). სტრატეგიების შემუშავებით და ბიუჯეტის ეფექტური განაწილებით.
** Email Marketing დაგეგმვა და განხორციელება. მომხმარებელთა ლოიალობისა და აქტიური ჩართულობის გასაძლიერებლად
** ბაზრის კვლევა და ანალიტიკა, ადგილობრივი ტენდენციების, მომხმარებელთა და კონკურენტების ქცევის დასადგენად.
** მომხმარებელთა მოტივაციის პროგრამების შემუშავება და განხორციელება.
** B2B მიმართულების პარტნიორობის განვითარება და შენარჩუნება, ლიდების გენერირება.
** მზის ინდუსტრიასთნ მომიჯნავე მოქმედ კომპანიებთან, ასოციაციებთან და ჯგუფებთან კავშირების დამყარება და ურთიერთობის განვითარება.
** წლიური მარკეტინგული გეგმის შექმნა, მისი შესრულების მონიტორინგი და ანალიზი, KPI-ების თვალყურის დევნება და რეგულარული ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება.
** გაყიდვების და საოპერაციო გუნდთან თანამშრომლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ყველა მარკეტინგული ძალისხმევის შედეგი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებლ კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას

თქვენი CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელ-ფოსტაზე: info@ecoville.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე რამდენიმე ეტაპად.

მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - "მონაცემები"), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.

მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია